ტრაქეობრონქიალური სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი

პაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2007 წ-ს ჩაუტარდა ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. 2015 წ-ს ჰქონდა რელაფსი. წლების განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, მზარდი სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც ხშირად საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 2016 წლის სპირომეტრიული მონაცემებით ჰქონდა სასუნთქი გზების ობსტრუქციის მე-4 ხარისხი. გულმკერდის კტ კვლევით ინახა მკვეთრად დეფორმული ტრაქეობრონქული კუთხე, მარჯვენა ფილტვის ზედა წილში არსებული უხეში ფიბროზული ცვლილებები, ქვედა წილის უმეტეს ნაწილში გიგანტური ემფიზემატოზური ბულები, ხოლო მარცხენა მთავარი ბრონქის სანათურის შევიწროება 3 მმ-მდე. ბრონქოსკოპიულად ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი. პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, შეტევითი მოხრჩობის შეგრძნების გამო ხშირად უწევდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. გადაწყდა ტრაქეობრონქიალური სტენტირება, როგორც არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით და რენტგენის კონტროლით განხორციელდა Braun 0,035 ვაიერების პასაჟი მარჯვენა და მარცხენა მთავარ ბრონქებში, შემდგომ გაიშალა ტრაქეობრონქიალური თვითგანშლადი სტენტი (M.D.-18mm;T.L.-40mm;L-14mmX25mm;R-14mmX25mm) ტრაქეასა და ორივე მთავარ ბრონქში. მანიპულაციის შემდეგ პაციენტის სუნთქვითი პარამეტრები საგრძნობლად გაუმჯობესდა. მანიპულაციიდან ერთი თვის შემდეგ თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

გულმკერდის კტ კორონალური ჭრილი

გულმკერდის კტ აქსიალურ ჭრილში

გულმკერდის კტ საგიტალურ ჭრილში

მარჯვენა მთავარი ბრონქის სტენტირება სიმსივნური ობტურაციის გამო

პაციენტი 57 წლის მამაკაცი, მოგვმართა ონკოლოგის რეკომენდაციით დიაგნოსტიკური ფიბრობრონქოსკოპიის ჩასატარებლად ბიოფსიით, რაც ჩატარდა 23.02.2026 წ. 2 კვირის შემდეგ განვითარდა ჰაერის მწვავე უკმარისობა მოხრჩობის შეგრძნება, სტრიდორული სუნთქვა. ჩატარებული გულმკერდის...

ტრაქეის პოსტინტუბაციური ნაწიბუროვანი სტენოზის ლაზერული რეზექცია

პაციენტი 37 წლის მამაკაცი, 2025 წლის აპრილში იყო ჰოსპიტალიზებული საყლაპავის ტრავმული ფისტულის გამო. ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია საყლაპავსა და გულმკერდზე ემპიემის გამო. ივნისში განუვითარდა სტრიდორული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა. თორაკოქირურგის მიერ მიეცა რეკომენდაცია...

ტრაქეის ბიფურკაციის ადენოკარცინომის ლაზერული რეზექცია

ტრაქეის ბიფურკაციის ადენოკარცინომის ლაზერული რეზექციაპაციენტი 55 წ მამაკაცი. მოგვმართა ონკოლოგის რეკომენდაციით დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპიის ჩასატარებლად ბიოფსიით. გულმკედის კტ კვლევით ინახა ტრაქეობრონქული კუთხის მიდამოს ენდობრონქული მოცულობითი წარმონაქმნი (16.09.2024)....

ტრაქეის და მარჯვენა მთავარი ბრონქის  არაწვრილუჯრედოვანი კარცინომის ლაზერული რეზექცია

ტრაქეის და მარჯვენა მთავარი ბრონქის  არაწვრილუჯრედოვანი კარცინომის ლაზერული რეზექციაპაციენტი 60 წლის მამაკაცი, დიაგნოსტირებული არაწვრილუჯრედოვანი კარცინომით. სიმსივნური პროცესი გავრცელდა მარცხენა მთავარ ბრონქში და ტრაქეის ქვედა მესამედზე, რამაც გამოიწვია პაციენტის...

მარჯვენა მთავარი ბრონქის ტიპური კარცინოიდის ლაზერული რეზექცია

მარჯვენა მთავარი ბრონქის ტიპური კარცინოიდის ლაზერული რეზექციაპაციენტი 45 წ ქალბატონი, მოგვმართა თორაკოქირურგის რეკომენდაციით. ჩივილები: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე. აუსკულტაციით: მარჯვნივ ზედა ველში მსტვინავი ხიხინი....

გიგანტური ბულის სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია

გიგანტური ბულის სარქვლოვანი ბრონქობლოკაციაპაციენტი 45 წ ქალბატონი. 2022 წ თებერვალში გადაიტანა კოვიდ - 19 მძიმე ფორმაში სტაციონარის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდებოდა ოქსიგენოთერაპია CPAP da BiPAP რეჟიმებში. გამოწერიდან მალევე გაუჩნდა ჰაერის უკმარისობა,...

ფილტვის მოცულობის ბრონქოსკოპიული შემცირება ბულოზური ემფიზემის შემთხვევაში

ფილტვის მოცულობის ბრონქოსკოპიული შემცირება ბულოზური ემფიზემის შემთხვევაშიპაციენტი 42 წ მამაკაცი. აქტიური მწეველი. თავს ავად გრძნობს რამოდენიმე თვეა. ჩივილები: ძლიერი ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე, ჰაერის უკმარისობა, საერთო სისუსტე. გულმკერდის კტ კვლევით - ორივე ფილტვის...

მარცხენა მთავარი ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის რეზექცია და სტენტირება

მარცხენა მთავარი ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის რეზექცია და სტენტირებაპაციენტი 70 წლის მამაკაცი. 2017 წელს დიაგნოსტირებული ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით. პაციენტი იმყოფება ქიმიოთერაპიაზე. მისი მდგომარეობა უარესდებოდა. სუნთქვა გაუძნელდა, გაუჩნდა შეტევითი...

მარცხენა მთავარი ბრონქის ბრონქობლოკაცია ტაკვის ბრონქო-პლევრული ფისტულის გამო

მარცხენა მთავარი ბრონქის ბრონქობლოკაცია ტაკვის ბრონქო-პლევრული ფისტულის გამოპაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2017 წლის 01 აგვისტოს საციცოცხლო ჩვენებით გაუკეთდა მარცხენამხრივი პულმონექტომია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. ოპერაციიდან რამოდენიმე კვირაში განვითარდა ტაკვის...

პიოთორაქსი ფისტულით

პიოთორაქსი ფისტულითპაციენტი 27 წლის ქალი. 2012 წ-ს და განმეორებით 2016 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზის გამო. 2017 წლის თებერვალში დაეწყო სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით. 2017 წლის მარტში საციცოცხლო...

ჩემი მიზანია ჯანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

david.tchkonia@gmail.com

Tbilisi, Georgia