შუამდებარე ბრონქის კეთილთვისებიანი სიმსივნის ლაზერული რეზექცია
პაციენტი 51 წლის ქალბატონი, მოგვმართა ჩივილებით: გახანგძლივებული ხველა ნახველით, საერთო სისუსტე. ფილტვებით ავად არ ყოფილა. ობიექტურად – აუსკულტაციით: მარჯვნივ შესუსტებული სუნთქვის ფონზე ერთეული მშრალი და სველი ხიხინია. ჩატარებული გულმკერდის კტ კვლევით – მარჯვნივ შუამდებარე ბრონქის სანათურში ვლინდება ქსოვილოვანი სიმკვრივის მასა, ფიბრობრონქოსკოპიით – მარჯვნივ შუამდებარე ბრონქის ტუმოროზული ობტურაცია. დაიგეგმა აღნიშნული წარმონაქმნის ენდობრონქული ლაზერული რეზექცია, რაც ჩატარდა 2026 წ 06 ივლისს. პაციენტმა გაატარა ერთი საწოლდღე და გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე.


