პაციენტი 43 წლის მამაკაცი. ანამნეზში ფილტვის დაავადებებს, მათ შორის ტუბერკულოზს, არ აღნიშნავს. გაუჩნდა ჩივილები: ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ჰაერის უკმარისობა, ხველა ნახველით. ჩაუტარდა გულმკრდის ორგანოების კტ კვლევა, სპირომეტრია, ბოდიპლეტიზმოგრაფია. თორაკოქირურგის კონსულტაციით დაბალი ფუნქციონალური მონაცემების და ორმხრივად არსებული გიგანტური ბულების გამო, ამ ეტაპზე ქირუგიული მკურნალობა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. ფილტვის მოცულობის შემცირების მიზნით ჩატარდა მარცხენა ზ/წ ბრონქის სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია. ინტერვენციის შემდეგ პაციენტის კლინიკური, რადიოლოგიური და ფუნქციური პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესდა. გეგმაშია სარქვლოვანი ბრონქობლოკატორის ექსტრაქცია.
