ჩვენი მომსახურება

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ სერვისების სრული ჩამონათვლით, მათ იხილავთ ქვემოთ.

პროფ. დავით ჭყონია –  (+995) 577 78 55 75

ძირითადი მომსახურება

ენდობრონქული ბიოფსია

ერთადერთი დიაგნოსტიკური მეთოდი მასალის მისაღებად ენდობრონქული წარმონაქმნებიდან ფილტვის კიბოზე საეჭვო შემთხვევებში და ფილტვის ქსოვილის ბიოფსია სხვადასხვა წარმოშობის დაავადებების სადიაგნოზოდ.

აირგამტარი გზების სტენტირება

პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როცა ამოიწურა მედიკამენტოზური და ქირურგიული საშუალებები.

ლაზერული რეზექცია

ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ობსტრუქციების დროს. ბრონქების ნაწიბუროვანი და სიმსივნური სტენოზების რეზექციით ხდება ბრონქების რეკანალიზაცია.

 

ყველა მომსახურების სია

ფილტვების დიაგნოსტიკა

გულმკერდის რენტგენოგრაფია არის ფილტვების პირველი და აუცილებელი გამოკვლევა. ის გამოიყენება გულმკერდის კედლის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებისათვის.

გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია  წარმოადგენს გულმკერდის კედლის სტრუქტურებისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების შრეობრივ გამოსახულებას, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ფილტვების, გულის, საყლაპავის, სისხლძარღვების და ასევე შუასაყრის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება.

სპირომეტრია წარმოადგენს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს, რომლის შედეგებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. 

სუნთქვითი მექანიზმების კვლევის ძირითადი თანამედროვე მეთოდი ფილტვების მთლიანი და ნარჩენი მოცულობების შესაფასებლად, ასევე აირგამტარი გზების აეროდინამიური წინააღმდეგობის გასაზომად. კვლევა ტარდება სპეციალურ ჰერმეტულ კამერაში. 

ეს არის არაინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც უკეთდება ამბულატორიულ პაციენტებს ადგილობრივი და ზოგადი გაუტკივარებით. გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო მიზნებით.

ხისტი ბრონქოსკოპით კეთდება ლაზერული რეცექცია, სტენტირება, ბრონქობლოკაცია და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ინტერვენციები. მას გააჩნია პროცესორი, ვიდეოსისტემა, ოპტიკური ბიოფსიური მაშები, რეგულირებადი ვიდეოკამერა

ფილტვების მკურნალობა

პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როცა ამოიწურა მედიკამენტოზური და ქირურგიული საშუალებები. ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე ტერმინალურ პაციენტებში სტენტები იწვევენ სიმპტომების მნიშვნელოვან და მყარ შემსუბუქებას. სტენტირება არის გადაუდებელი, სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროცედურა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს. სტენტირება იძლევა პაციენტების ექსტუბაციის შესაძლებლობას, რომლებიც სხვაგვარად ვერ მოიხსნებოდნენ ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან.
განაპირობებს ფილტვების უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას აერობული ვარჯიშების მსგავსად, რომლებიც აუმჯობესებენ გულის მუშაობას მისი კუნთების გაძლიერებით. სუნთქვითი ვარჯიშები აძლიერებს დამხმარე სუნთქვით კუნთებს, ზრდის ჟანგბადის მიწოდებას და განაპირობებს სუნთქვას ნაკლები დაძაბვით. ვარჯიში ამცირებს დაავადების სიმპტომებს, აუმჯობესებს სუნთქვას, აძლიერებს გულს, ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ენერგიას, იწვევს მეტ აქტიურობას, აუმჯობესებს ძილს, ზრდის გონებრივ და ემოციონალურ შესაძლებლობებს.
თამაშობს მნიშვნელოვან როლს სუნთქვის გაუმჯობესებაში. მრავალი კვლევებით ნაჩვენებია მასაჟის პოზიტიური გავლენა რესპირატირულ ფუნქციაზე. სუნთქვით აქტში მონაწილე ნეკნთაშუა და დიაფრაგმის კუნთების გარდა, რომლებიც იკუმშებიან ჩვენი ცნობიერი მონაწილიეობის გარეშე, არის დამხმარე კუნთები გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე, ასევე პრესის კუნთები. მასაჟის ტექნიკის გამოყენებით მათი გაძლიერების და მოდუნების შედეგად საგრძნობლად უმჯობესდება სუნთქვის მოცულობა და ფუნქცია.
რესპირატორული ანუ სუნთქვითი მკურნალობის კრებული, რომლის მიზანია აღადგინოს ან გააუმჯობესოს პაციენტების სუნთქვითი ფუნქცია სხვადასხვა დაავადებების და პათოლოგიური მდგომარეობების დროს. მკურნალობის დიაპაზონია ბინის პირობებში ჟანგბადის მიღებიდან (ოქსიგენოთერაპია ფქოდ-ის დროს) მექანიკურ ვენტილაციამდე (სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს). ინჰალაციური თერაპია მოიცავს: ოქსიგენოთერაპიას, მასტიმულირებელ სპირომეტრიას, სასუნთქი გზების უწყვეტი აერაციას (CPAP), მექანიკურ ვენტილაციას. ნებულაიზეროთერაპია არის ეფექტური საშუალება მედიკამენტების უშუალოდ ფილტვებში მისაწოდებლად პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ ასთმა, პნევმონია, ცისტური ფიბროზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი), ბრონქოექტაზიური დაავადება.
ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ობსტრუქციების დროს. ბრონქების ნაწიბუროვანი და სიმსივნური სტენოზების რეზექციით ხდება ბრონქების რეკანალიზაცია (გამავლობის აღდგენა), რაც აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, ფუნქციონალურ სტატუსს და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობას. ბრონქოსკოპიული ლაზერული თერაპია არის შედარებით უსაფრთხო პროცედურა.
წარმოადგენს ფიზიოთერაპიის სახეობას, კერძოდ ფოტოთერაპიას. LFLT ზრდის სისხლძარღვების გამავლობას დასხივების არეში, რითაც ამცირებს ანთებით პროცესს და თავიდან იცილებს შეშუპებას და ჰიპერემიას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ზრდის იმუნიტეტს. პულმონოლოგიაში LFLT წარმატებით გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ენდობრონქიტების, ბრონქის ლორწოვანის ეროზიული და წყლულოვანი დაზიანებების, ბრონქოექტაზიების, ჩირქოვანი ანთებების დროს.
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს, როგორიცაა ჩირქოვანი ენდობრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ფქოდ-ი. ასევე გამოყენება პაციენტის მქანიკურ ვენტილაციაზე ხანგრძლივი ყოფნის დროს. ფილტვის დაზიანებული უბნები კარგავს ელასტიურობას, ძნელდება ამ უბნებში დაგროვილი ნახველის გამოყოფა. ნახველი გროვდება, სქელდება, ხდება წებოვანი. მისგან ყალიბდება ქრონიკული ანთებით კერა, რომელიც პერიოდულად მწვავდება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით. ასეთ დროს ნახველის მექანიკური მოცილება სანაციური ბრონქოსკოპიით ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. სანაციური ბრონქოსკოპიის დროს პირველ რიგში ხდება ტრაქეასა და ბრონქებში დაგროვილი სეკრეტის ამოქაჩვა. შემდეგ ხდება ბრონქებში ჯერ ფიზიოლოგიური, შემდეგ კი ანტისეპტიკური ხსნარების შყვანა მათი იმავდროული ამოქაჩვით, რაც წარმოადგენს ბრონქების გამორეცხვას, იგივე სანაციას. სანაციის ბოლოს ადგილობრივად შეგვყავს მუკოლიზური (ნახველის გამათხიერებელი) საშუალებები და/ან ანტიბიოტიკები. სანაციური ბრონქოსკოპიის შემდეგ პაციენტები თავს გრძნობენ გაცილებით უკეთესად, ნახველის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.
ახალი პერსპექტიული მიდგომა როგორც ფილტვების მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს, მათ შორის ემფიზემის და ფილტვებიდან ჰაერის გაჟონვის სამკურნალო საშუალება. სარქვლოვანი ბრონქობლოკატორი არის მოწყობილობა, რომელიც თავსდება ფილტვის დაზიანებულ წილთან დამაკავშირებელი ბრონქის სანათურში და ზღუდავს მასში ჰაერის მიწოდებას, ხოლო ინარჩუნებს ბრონქის დრენაჟულ ფუნქციას. პოსტოპერაციული ბრონქოპლევრალური ხვრელმილების შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია წარმატებული გამოსავალი (94%). ემფიზემის დროს სარქველი განაპირობებს ჰაერით გადავსებული ფილტვის წილებიდან ჰაერის დაცლას და შესაბამისად სუნთქვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ფიბრობრონქოსკოპია (BF)

ფილტვების დაავადებების უმნივნელოვანესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდი. ეს არის არაინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც უკეთდება ამბულატორიულ პაციენტებს ადგილობრივი გაუტკივარებით. დიაგნოსტიკური ფიბრობრონქოსკოპიის დროს კეთდება ბიოფსია, რომელსაც უკეთდება ლაბორატორიული გამოკვლევები, როგორიცაა ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური, ჰისტო-მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური. სამკურნალო სანაციური ფიბრობრონქოსკოპია კეთდება ქრონიკული ბრონქიტის, ფქოდ-ის, ბრონქოექტაზიების და სხვ. დროს. სანაციური ფიბრობრონქოსკოპია წმინდავს ბრონქებს, ასევე შესაძლებელს ხდის ადგილობრივად ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური ხსნარების შეყვანას. ფიბრობრონქოსკოპის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის ენდობრონქიტების მკურნალობა დაბალი სიხშირის ლაზეროთერაპიით.

რიგიდული ბრონქოსკოპია (RB)

წინ უსწრებდა ფიბრობრონქოსკოპიას. ის პირველად დანერგილი იყო გუსტავ კილიანის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს და ფუნქციონირებდა მანამ, სანამ შიგეტო იკედამ 1966 წელს დანერგა დრეკადი ბრონქოსკოპი. უახლესი თანამედროვე ბრონქოსკოპიული მეთოდების განვითარებამ აღადგინა რიგიდული ბრონქსკოპიის აქტუალობა. თანამედროვე რიგიდულ ბრონქოსკოპს გააჩნია პროცესორი, ვიდეოსისტემა, ოპტიკური ბიოფსიური მაშები, რეგულირებადი ვიდეოკამერა, რომლითაც ხდება პროცედურის ვიზუალიზაცია და ჩაწერა. მთელი გუნდი ადევნებს თვალყურს სამანიპულაციო არეს. რიგიდული ბრონქოსკოპია კეთდება ზოგადი ნარკოზით საოპერაციოში. რიგიდული ბრონქოსკოპიით კეთდება უახლესი სამკურნალო მანიპულაციები, როგორც აირგამტარი გზების სტენტირება, ლაზერული რეზექცია, სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია და სხვ.

ფილტვების გამოჯანმრთელება იწყება აქ

           ჩაეწერეთ მიღებაზე ან დარეკეთ: (+955) 577 78 55 75

(+955) 2 911 926 ტუბ-ზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, გ. მარუაშვილის ქ. 50

(+995 32) 2 500 700 ავერსის კლინიკა, ვ. ფშაველას გამზ. 27ბ

(+995 32) 2 305 305 დ. ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი, პეკინის 28

(+995 32) 2 517 008 ნ. ბოხუას ცენტრი, ჩაჩავას 1

ჩემი მიზანია ჯანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75 (+995 32) 2 500 700 (+995 32) 2 305 305 (+995 32) 2 517 008

david.tchkonia@gmail.com

თბილისი, საქართველო