მოკლედ ჩემს შესახებ

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ინტერვენციული პულმონოლოგი, ევროპის და მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ენდოსკოპისტთა და რესპირაციული ასოციაციის წევრი. საქართველოში პირველმა დავნერგე და დღემდე წარმატებით ვატარებ ბრონქების სტენტირებას, ენდობრონქულ ლაზერულ რეზექციას, სარქვლოვან ბრონქობლოკაციას.

ფოტო გალერია

ვიდეო გალერია

ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. განაწილებით, ორი წლით, მოვხვდი აბასთუმანში, სადაც მსოფლიოში ყველაზე სუფთა და გამჭვირვალე ჰაერია, რის გამოც იქ არის საყოველთაოდ ცნობილი აბასთუმნის ობსერვატორია და ასევე ცნობილი აბასთუმნის სანატორიუმები, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები იკურნებოდნენ ანტიბიოტიკების აღმოჩენამდეც. ამჟამად იქ აშენდა ფილტვების რეაბილიტაციის ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით და ფიზიოთერაპიული საპროცედუროებით.         
1988 წელს დავიწყე მუშაობა თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა ჩემი  მასწავლებელი, პროფესორი ჭაბუკ ფურცხვანიძე. აქ დავინტერესდი ახალი დიაგნოსტიკური მეთოდით, ბრონქოსკოპიით. ბრონქოსკოპიის მნიშვნელობაში დამარწმუნა ერთმა შემთხვევამ. შუახნის ქალბატონს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა შემაწუხებელი, სპაზმური ხველა, პერიოდულად სისხლიანი ნახველით, ტკივილი გულმკერდში, მნიშვნელოვანი წონის კლება. ჩატარებული ჰქონდა ანტიბიოტიკოთერაპიის რამოდენიმე კურსი, უშედეგოდ.  კლინიკო-რენტგენოლოგიურად ეჭვი იყო მიტანილი ფილტვის კიბოზე. სადიაგნოზო ბრონქოსკოპიის დროს აღმოვაჩინე ბრონქის სანათურში ასპირირებული უცხო სხეული, პლასტმასის კბილის პროტეზი, რომელიც იყო ყველა უბედურების მიზეზი.    არასოდეს დამავიწყდება იმ პაციენტის ბედნიერი თვალები, როცა ამოვიღე უცხო სხეული.
გადავწყვიტე გამეღრმავებინა ბრონქოსკოპიის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რის გამოც 1990 წ გავეშურე მოსკოვის ცენტრალურ ტუბერკულოზის კვლევით ინსტიტუტში (ЦНИИТ РАМН), სადაც გავიარე კვალიფიკაცია ფიბრობრონქოსკოპიაში პროფესორ ვიქტორ ფილიპოვის ხელმძღვანელობით. მხოლოდ დრეკადი ბრონქოსკოპიის შესწავლას არ დავჯერდი და რიგიდული ბრონქოსკოპიის შესასწავლად 1991 წ მივმართე მოსკოვის რენტგენო-რადიოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს (РНЦРР) სადაც რენტგენო-ენდოსკოპიურ განყოფილებაში დავეუფლე რიგიდულ ბრონქოსკოპიას და ტრანსბრონქულ პუნქციურ ბიოფსიას პროფესორ ფრიდრიხ ასტრახანცევის ხელმძღვანელობით. იმ დროისთვის აღნიშნული მეთოდები იყო უახლესი დიაგნოსტიკური მეთოდები პულმონოლოგიაში.
1990 წ-ს მონაწილეობა მივიღე ფილტვის დაავადებათა I საკავშირო კონგრესში კიევში, ხოლო 2011 წ-ს მონაწილეობა მივიღე ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა (ECBIP) I კონგრესში და მას მერე ვმონაწილეობ EABIP კონგრესებში მოხსენებებით და პოსტერული პრეზენტაციებით. 2019 წ-დან ვარ მსოფლიო ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის (WABIP) წევრი. პირველად საქართველოში დავნერგე და დღემდე წარმატებით ვატარებ ისეთ უახლეს ინტერვენციულ მანიპულაციებს, როგორიცაა სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (სბ), ბრონქების სტენტირება (ბს), ლაზერული რეზექცია (ლრ). სბ თავისი წარმატებული გამოყენების შედეგებით შევიდა ტუბერკულოზის ახალ გაიდლაინში და 2020 წ-ს მოიპოვა ტეპ-ის დაფინანსება.
განათლება და გამოცდილება
1978-1984 სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.
1984-1985 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა, თერაპიული განყოფილება.
1985-1987 ექიმი აბასთუმანში, სან. არაზინდოში.
1988-1990 ექიმი თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში.
1990-1991 მოსკოვის ცენტრალურ ტუბერკულოზის კვლევით ინსტიტუტი (ЦНИИТ РАМН). კვალიფიკაცია ენდოსკოპიასა და ბრონქოლოგიაში.
1991-1992 მოსკოვის რენტგენო-რადიოლოგიურ კვლევით ინსტიტუტი (РНЦРР). კვალიფიკაცია რიგიდულ ბრონქოსკოპიაში და ტრანსთორაკალურ პუნქციურ ბიოფსიაში.
1992-2009 თბილისის ფტიზიო-პულმონოლოგიური ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი.
2009 – დღემდე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკური განყოფილების ექიმი-ბრონქოლოგი.
2010 – დღემდე მედიქლაბ ჯორჯიას პულმონოლოგი-კონსულტანტი.
2011 – დღემდე

ავერსის კლინიკის ინტერვენციული პულმონოლოგი.

 

2015-დან დღემდე კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრ “მედისონის” ინტერვენციული პულმონოლოგი
2017-2020 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა
2019-დან დღემდე დ. ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2020-დან დღემდე მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ინტერვენციული პულმონოლოგი
2020-დან დღემდე ბოხუას სახ. ცენტრის ინტერვენციული პულმონოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
2020 წ. 11 დეკემბერი მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხის დაცვა

 

კონგრესები და კონფერენციები
1990 ფილტვების დაავადებათა პირველი ეროვნული კონგრესი, კიევი, უკრაინა.
2007 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი.
2010 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2011 პირველი ევროპული კონგრესი ბრონქოლოგიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში, მარსელი, საფრანგეთი.
2011 მკვლევართა კონფერენცია, მადრიდი, ესპანეთი.
2012 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის პირველი კონგრესი, თბილისი, საქართველო.
2012 მკვლევართა კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთი.
2013 მკვლევართა სემინარი, თბილისი, საქართველო.
2013 მეორე ევროპული კონგრესი ბრონქოლოგიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში, იზმირი, თურქეთი.
2013 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მესამე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2013 სემინარი „ქრონიკული რესპირატორული დაავადებები“, თბილისი, საქართველო.
2014 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მესოთხე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2014 მკვლევართა კონფერენცია, სტამბოლი, თურქეთი.
2015 სამეცნიერო კონფერენცია „ტუბერკულოზის თანამედროვე პრობლენები“, თბილისი, საქართველო.
2015 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის მეოთხე კონგრესი, თბილისი, საქართველო.
2016 მეათე მულტიპროფილური სამედიცინო კონფერენცია „კლინიკური მედიცინის საერთაშორისო სტანდარტები“, ბაკურიანი, საქართველო.
2016 მკვლევართა კონფერენცია, ბუდაპეშტი, უნგრეთი.
2016 მკვლევართა კონფერენცია, ფრანკფურტი, გერმანია
2016 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მეხუთე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2017 XIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია “კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები”, ჩაქვი
2017 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის VI კონგრესი
2018 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის VII კონგრესი
2019 ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა V კონგრესი, ხორვატია, დუბროვნიკი.
2019 თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების კონფერენცია
2019 საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია “დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, ბათუმი
2020 საერთაშორისო ვებინარი “ფილტვის ფიბროზული დაავადებები”
2020 XXI პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია “კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები”, ჩაქვი

 

წევრობა
საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის წევრი.
ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი.
საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი.
მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი.

 

კლინიკური კვლევები
2010 – 2013 მე-3 ფაზის ფქოდ-ის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2012 – 2015 მე-3 ფაზის ფქოდ-ის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2014 – 2015 მე-3 ფაზის პნევმონიის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2014 – 2016 მე-3 ფაზის ბრონქოექტაზიის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2016 – 2018 მე-3 ფაზის ადენოკარცინომის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2016 – 2017 მე-3 ფაზის პნევმონიის კლინიკური კვლევა, მთავარი მკვლევარი.
2017 – 2019 მე-3ბ/მე-4 ფაზის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) კლინიკური კვლევა, მთავარი მკვლევარი
2017 – 2019 მე-3ბ/მე-4 ფაზის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) კლინიკური კვლევა, მთავარი მკვლევარი
2020 – 2021 მე-2ბ ფაზის ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის (IPF) კლინიკური კვლევა, მთავარი მკვლევარი

 

პუბლიკაციები
1990 1 Всесоюзный конгресс по болезням органов дыхания, Киев Применение излучения различных типов лазеров при лечении неспецифических и специфических заболеваний легких.
2010 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 6, N1, თბილისი, საქართველო. თანამედროვე ბრონქოსკოპიის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობები
2010 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 6, N1, თბილისი, საქართველო. ბრონქოალვეოლარული ლავაჟის ციტოლოგიური გამოკვლევა Cytospine-პრეპარატების გამოყენებით ფილტვის დიფუზური პარენქიმული დაავადებების დროს.
2011 International Journal on Immunorehabilitation, Vol 13. No. 1. Advanced methods and tools of bronchoscopy.
2011 International Journal on Immunorehabilitation Volume 13 No 1, Paris (France), pp. 64 Tuberculosis: the case report
2011 32nd Annual Congress of the European Society of Mycobacteriology Evaluation of Genotype®MTBDRplus assay for detection of Mycobacterium tuberculosis complex in bronchoalveolar lavage fluid in patients with pulmonary tuberculosis.
2011 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული
XLV 2011, გვ. 75-78
ფილტვის დისემინირებული დაზიანებების დროს ბრონქოალვეოლარული ლავაჟის ციტოლოგიური გამოკვლევები Cytospine-prep მეთოდის გამოყენებით
2011 Georgian Med News. Tbilisi-New York. 2011 Dec;(201), pp. 32-36. Stenting of the left main bronchus in cicatrical post-TB bronchial stenosis (case report).
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 8, №1, გვ. 27-29 მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის გაფართოება საქართველოში
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 8, №1, გვ. 38-45 ფილტვის ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილი პაციენტების ბრონქო-ალვეოლარულ ლავაურ (ბალ) სითხეში Mycobaqterium tuberculosis (MT) კომპლექსის დეტექცია Genotype®MTBDRplus მეთოდის გამოყენებით.
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 8, №2, გვ. 44-48 ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენება საქართველოში
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 8, №2, გვ. 49-54 პოტის დაავადება
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 8, №2, გვ. 55-56 თვალის ტუბერკულოზი
2013 Eurasian Journal of Pulmonology.
2013 Apr; Vol 15, suppl. 1
The Journal of Turkish Respiratory Society, pp. 10
Detection of MTB in TB Patients BAL Fluid by using Genotype MTBDRplus assay
2013 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 9, №3, გვ. 14-16 ფილტვების მემკვიდრეობითი აუტოსომურ-რეცესიული დაავადებები
2013 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 9, №3, გვ. 18-23 სარქვლოვანი ბრონქობლოკატორების როლი ფილტვების ტუბერკულოზის მართვაში
2013 3rd European Congress for Bronchology and Interventional Pulmonology (ECBIP) Barcelona (Spain), p. 90 The role of interventional bronchoscopy in the management of pulmonary tuberculosis.
2014 ტუბერკულოზის თანამედროვე პრობლემები, გვ. 20-21. ინტერვენციული ბრონქოსკოპიის როლი ფილტვების ტუბერკულოზის მართვაში
2015 X პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის მასალები „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“. ბაკურიანი. ბრონქოსკოპია – გუშინ, დღეს, ხვალ.
2016 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 12, №2, გვ. 62-63 ბრონქოსკოპია ტუბერკულოზის მართვაში.
2016 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესის მასალები. თბილისი, გვ.3 ინტერვენციული ბრონქოსკოპია.
2016 ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. №1, გვ. 38-42 ბრონქოსკოპია – გუშინ, დღეს, ხვალ.
2017 XII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის მასალები „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“. ჩაქვი, გვ 2 საქართველოში დანერგილი ინტერვენციული ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდები.
2018 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ტომი 14, №2, გვ. 48-50 საქართველოს ტუბერკულოზის პროგრამა – არსებული მიღწევები და გამოწვევები.
2019 European Congress for Bronchology and Interventional Pulmonology (ECBIP) 2019: 72 When all possibilities are exhausted, it’s time for
Interventional Bronchoscopy.
2019 European Congress for Bronchology and Interventional Pulmonology (ECBIP) 2019: 102 Development of Interventional Bronchoscopy in Georgia.
2019 თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების კონფერენციის მასალები „ დაუვუწყარი შემთხვევები გულსისხლძარღვთა მედიცინაში“. თბილისი, გვ. 11 ტრაქეო-ბრონქული ხის მაოკლუზირებელი სტენოზის მკურნალობა ინტერვენციული ბრონქოსკოპიისა და სტენტის იმპლანტაციის – მულტიდისციპლინარული მიდგომა.
2019 საერთაშორისო კონფერენციის მასალები „დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“. ბათუმი, გვ. 10 ინტერვენციული ბრონქოსკოპია თორაკალურ ქირურგიასთან კოლაბორაციაში.
2020 საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის მე-13 პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია. ჩაქვი,  გვ.1 სასუნთქი სისტემის დაავადებათა გართულებების მკურნალობა ინოვაციური ინტერვენციული მეთოდებით
2020 საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის მე-13 პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია. ჩაქვი, 2020 წ. გვ 1 ფილტვების მძიმე ემფიზემის მკურნალობა ინოვაციური ენდოსკოპიური მეთოდით
2020 Georgian Med News. Tbilisi-New York. 2020 Jun #9(306): pp. 73-76 The Efficacy of Endobronchial Valve Therapy in the Complex Treatment of Broncho-Pleural Fistulas.

 

სერტიფიკატები

 

26-09-2006 ფტიზიატრია PDF
13-17/11/2006 Radiology PDF
12/01/2009 IST PDF
29/10/2010 ბრონქოლოგია PDF
10/12/2010 GCP PDF
10-12/06/2010 GRA PDF
10-12/03/2011 EABIP წევრობის სერტიფიკატი PDF
09/09/2011 EDC training PDF
09/09/2011 EDC elearning PDF
11/09/2011 ISIS PDF
12/05/2012 GEA PDF
13/01/2013 GCP PDF
09/03/2013 GCO PDF
27-30/04/2013 2nd ECBIP (1) PDF
27-30/04/2013 2nd ECBIP (2) PDF
06-08/06/2013 GRA PDF
12/11/2013 GCP PDF
30/11/2013 Biopuncture PDF
19-21/06/2014 GRA PDF
11-12/07/2014 IM Istambul PDF
24/09/2014 GSK DP PDF
03/11/2014-01/01/2015 რეზიდენტურა PDF
01/12/2014 ICH PDF
23/03/2015 TB PDF
09/07/2015 პულმონოლოგია PDF
14/11/2015 GAE PDF
2015 TB PDF
19/01/2016 GCP PDF
10/02/2016 EDC PDF
10/02/2016 Rave Reporter PDF
25/02/2016 IM Budapest PDF
29/02/2016 Rave EDC PDF
23-25/06/2016 GRA 1 PDF
23-25/06/2016 GRA 2 PDF
29-30/09/2016 IM LIsbon PDF
01/10/2016 GAE PDF
03-07/10/2016 პედაგოგის სერტიფიკატი PDF
06/12/2016 EDC for CRC PDF
07/12/2016 EDC for SU PDF
08/12/2016 EDC ALL PDF
31/08/2017 GCP PDF
07/10/2017 GAE PDF
07/12/2016 Rave Advanced PDF
20/04/2018 Rave EDC PDF
14/06/2018 ნებართვა ინტერვენციებზე PDF
28-30/06/2018 GRA PDF
08-11/05/2019 5th ECBIP PDF
08-11/05/2019 EACCME PDF
07/06/2019 WABP PDF
13/07/2019 კარდიოლოგთა კონფერენცია PDF
18-20/09/2019 International Clinical Conference PDF
2019 Tobacco Control PDF
11/12/2020 PhD PDF
30/01/2021 GCP PDF
23/10/2021 Webinar PDF

 

პრეზენტაციები

 

2010 თანამედროვე ბრონქოსკოპიის დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები PDF
2010 ტფდეც-ის ბრონქოლოგიური სამსახური PDF
2010 ევროპის I კონგრესი ბრონქოსკოპიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში PDF
2011 ბრონქოსკოპიის დიაგნოსტიკური და სამკურნალო მნიშვნელობა. PDF
2011 ფილტვის ტუბ-ზზე ეჭვმიტანილი პაციენტების ბალ-ში MT-ს დეტექცია Genotype MTBDR plus სისტემის გამოყენებით PDF
2011 ბრონქოსკოპიის დიაგნოსტიკური და სამკურნალო მნიშვნელობა. PDF
2012 ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენების შემთხვევები საქართველოში. PDF
2013 Detection of MTB in TB patients BAL Fluid by using GenoType MTBDRplus assay. PDF
2015 ინტერვენციული ბრონქოსკოპიის როლი ფილტვის TB მართვაში PDF
2015 ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება-მართვის ახალი მიმართულებები PDF
2015 ბრონქოსკოპიის შესაძლებლობები PDF
2016 ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება-კლინიკური შემთხვევები PDF
2016 ბრონქოსკოპიის როლი ფილტვების დაავადებათა მართვაში PDF
2016 ლევოფლოქსაცინის და კლარითრომიცინის როლი რესპირაციული ინფქციების მართვაში PDF
2017 სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია ფილტვების ტუბერკულოზის მკურნალობაში PDF
2017 ფქოდ-კლინიკური შემთხვევები PDF
2017 ინტერვენციული ბრონქოსკოპია PDF
2017 საქართველოში დანერგილი ინტერვენციული ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდები PDF
2017 019. 2017 პნევმონიის მართვა PDF
2017 ბრონქოსკოპიის ახალი აპარატურის შესაძლებლობების დემონსტრირება PDF
2018 ფილტვის ტუბერკულოზის გართულებების მართვა ბრონქოსკოპიული მეთოდებით PDF
2018 საქართველოს ტუბერკულოზის პროგრამა – არსებული მიღწევები და გამოწვევები PDF
2018 ფილტვის ტუბერკულოზის გართულებების მართვა ბრონქოსკოპიული მეთოდებით PDF
2018 თანამედროვე ბრონქოსკოპიის როლი პულმონოლოგიაში PDF
2019 საქართველოში დანერგილი ინტერვენციული ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდები PDF
2019 When all possibilities are exhausted, it’s time for Interventional Bronchoscopy PDF
2019 Development of Interventional Bronchoscopy in Georgia PDF
2019 ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების, მათი გართულებების და დიდი მოცულობის ნარჩენი ცვლილებების მკურნალობა ახალი ბრონქოსკოპიული მეთოდებით. PDF
2019 ტრაქეო ბრონქული ხის მაოკლუზირებელი სტენოზის მკურნალობა ნტერვენციული ბრონქოსკოპიისა და სტენტის იმპლანტაციით მულტიდისციპლინური მიდგომა PDF
2019 ინტერვენციული ბრონქოსკოპია თორაკალურ ქირურგიასთან კოლაბორაციაში PDF
2020 სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია ფილტვების ტუბერკულოზის მკურნალობაში PDF
2020 ფილტვის ფიბროზული დაავადებების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ინტერვენციული პულმონოლოგიის მიღწევები საქართველოში PDF
2020 სასუნთქი სისტემის დაავადებათა გართულებების მკურნალობა ინოვაციური ინტერვენციული მეთოდებით PDF
2020 ფილტვების მძიმე ემფიზემის მკურნალობა ინოვაციური ენდოსკოპიური მეთოდით PDF

ჩემი მისიაა ფილტვის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის პროფესიონალური დახმარების გაწევა.

რატომ გირჩევდით ჩემთან მოსვლას

N

გამოცდილება

25 წ. გამოცდილება ინტერვენციულ პულმონოლოგიაში და 10 წ. გამოცდილება კლინიკურ კვლევებში. ევროპის და მსოფლიოს ბრონქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში მონაწილეობა მოხსენებებით კერძო პრაქტიკიდან.

N

გამოცდილი გუნდი

ვაცნობიერებ რა, რომ ექიმთან ვიზიტი პაციენტისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ამიტომ გუნდის წევრების შერჩევისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ როგორც მათ მაღალ პროფესიონალიზმს, ასევე  გულისხმიერებას და მეგობრულ თვისებებს.

N

საუკეთესო კონტაქტები

ახლო კონტაქტები და მუდმივი ურთიერთობა წამყვან სპეციალისტებთან მთელ მსოფლიოში. კონსულტაცია უმაღლესი კლასის პროფესიონალებთან და საჭიროების შემთხვევაში პაციენტების გაგზავნა საუკეთესო კლინიკებში.

N

ჩაწერა იმავე დღეს

შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ჩაეწეროთ მიღებაზე თქვენთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, იმავე დღეს მიღება შესაძლებელია გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე განრიგში თავისუფალი ადგილის დროს.

N

ექსკლუზივი

საქართველოში მხოლოდ ჩვენთან მიიღებთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ბრონქების გამავლობის აღდგენა ბრონქების სტენტირებით და ენდობრონქული ლაზერული რეზექციით, ფილტვის მოცულობის ენდოსკოპიური შემცირება.

N

მოხერხებულობა

კონსულტაციაზე მოხვედრა შესაძლებელია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოსახერხებელი ადგილმდებარეობის მიხედვით დღის სასურველ მონაკვეთში, მათ შორის არასამუშაო დღეს. პაციენტის კონსულტირება შესაძლებელია მოწვევით.

ფილტვების გამოჯანმრთელება იწყება აქ

           ჩაეწერეთ მიღებაზე ან დარეკეთ: (+955) 577 78 55 75

(+955) 2 911 926 ტუბ-ზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, გ. მარუაშვილის ქ. 50

(+995 32) 2 500 700 ავერსის კლინიკა, ვ. ფშაველას გამზ. 27ბ

(+995 32) 2 305 305 დ. ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი, პეკინის 28

(+995 32) 2 517 008 ნ. ბოხუას ცენტრი, ჩაჩავას 1

ჩემი მიზანია ჯანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75 (+995 32) 2 500 700 (+995 32) 2 305 305 (+995 32) 2 517 008

david.tchkonia@gmail.com

თბილისი, საქართველო