სად შეგიძლიათ მიპოვოთ


ტფდეც

ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრი

   დიაგნოსტიკური განყოფილება | ბრონქოსკოპიული კაბინეტი

   თბილისი, მარუაშვილის ქ. 50

   (+995) 577 785 575

   (+995 32) 291 0347

 

ვრცლად ცენტრზე


სამუშაო საათები

ჩემი სამუშაო გრაფიკი. ყველა დამატებითი ჩაწერა შეგიძლიათ განახორციელოთ ამ ვებ გვერდით ან ჩემთან უშუალო კონტაქტით მოცემულ მობილურზე.

 

ტფდეცორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

10.00 - 16.00

ავერსის კლინიკაოთხშაბათს და პარასკევს

16.00 - 19.00

დამატებითი ჩაწერაწინასწარი ჩაწერით

წინასწარი ჩაწერით


ავერსის კლინიკა

 

   ენდოსკოპიური განყ-ბა

   თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27ბ

   (+995) 577 785 575

   (+995 32) 250 0700

 

ვრცლად კლინიკაზე

ჩაეწერეთ მიღებაზე

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ყველა ველი. ჩვენ დაგიდასტურებთ ვიზიტის დღეს და დროს ელ-ფოსტით ან ტელეფონით.

????????????????????????????????????

მიიღეთ მომსახურეობა უახლესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდებით უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე.

ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო პაციენტებს მიიღონ ისეთივე უახლესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები როგორიც შესაძლებელია განვითარებული ქვეყნების წამყვან კლინიკებში.

ფიბრობრონქოსკოპია (BF)ფილტვების დაავადებების უმნივნელოვანესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდი.
რიგიდული ბრონქოსკოპია (RB)რიგიდული ბრონქოსკოპიით კეთდება უახლესი სამკურნალო მანიპულაციები, როგორც აირგამტარი გზების სტენტირება, ლაზერული რეზექცია, სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია და სხვ.
ენდობრონქიალური ბიოფსია (EB) ერთადერთი დიაგნოსტიკური მეთოდი მასალის მისაღებად ენდობრონქიალური წარმონაქმნებიდან ფილტვის კიბოზე საეჭვო შემთხვევების დროს.
აირგამტარი გზების სტენტირება (AS) პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში.
ლაზერული რეზექცია (LR)ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ობსტრუქციების დროს.
სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (VB) არის ახალი პერსპექტიული მიდგომა როგორც ფილტვების მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს.

უახლესი ამბები

ლაზერული რეზექცია და სტენტირება, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა.

24

, 2017

ლაზერული რეზექცია და სტენტირება, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა.

By: | Tags:

[vc_row][vc_column][vc_column_text]პაციენტი 70 წლის მამაკაცი. ბოლო თვეა პაციენტს გაუჩნდა ხველა ჰემორაგიული ნახველით, ქოშინი, ტკივილი მარცხენა გვერდში. გულმკერდის კტ კვლევით მარცხენა ზედა წილის ატელექტაზი. ბრონქოსკოპიულად ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის სრული ობტურაცია სიმსივნური წარმონაქმნით. ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით დადგინდა ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. პაციენტი შეფასდა არაოპერაბელურ შემთხვევად. ონკოლოგთან შეთანხმებით…

ვრცლად
სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, ბრონქოპლევრალური ხვრელმილი

8

, 2017

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, ბრონქოპლევრალური ხვრელმილი

By: | Tags: , ,

პაციენტი 27 წლის ქალი. 2012 წ-ს და განმეორებით 2016 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზის გამო. 2017 წლის თებერვალში დაეწყო სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით. 2017 წლის მარტში საციცოცხლო ჩვენებით ჩატარდა გადაუდებელი მარცხენამხრივი პულმონექტომია. ოპერაციიდან რამოდენიმე კვირაში განვითარდა ტაკვის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმდებოდა, რის გამოც გადაწყდა მარცხენა მთავარი ბრონქის დახშობა სარქვლოვანი ბრონქობლოკატორით. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით მარცხენა მთავარ ბრონქში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორი N13. მანიპულაციის დასრულებისთანავე დრენაჟიდან შეწყდა ჰაერის…

ვრცლად
ლაზერული რეზექცია, ადენოკარცინომა

30

, 2017

ლაზერული რეზექცია, ადენოკარცინომა

By: | Tags: , ,

პაციენტი 62 წლის მამაკაცი. 2013 წელს დიაგნოსტირებული იყო მარცხენა ქვ/წილოვანი ბრონქის კარცინოიდით. მას მერე დღემდე პაციენტის მდგომარეობა უარესდებოდა. გაუჩნდა შემაწუხებელი ხველა ჩირქოვან-ჰემორაგიული ნახველით, პერიოდულად გარდამავალი სისხლდენაში. თორაკოქირურგების მიერ ჩაითვალა არაოპერაბელურ შემთხვევად, რის გამოც პაც-ს გაუკეთდა ლაზერული რეზექცია რიგიდული ბრონქოსკოპით,…

ვრცლად
სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, ბულოზური ემფიზემა, გიგანტური ბულა

3

, 2017

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, ბულოზური ემფიზემა, გიგანტური ბულა

By: | Tags: , ,

პაციენტი 60 წლის მამაკაცი. 2002 წლიდან დიაგნოსტირებულია ფქოდ-ით, ბულოზური ემფიზემით. ჰქონდა ხშირი გამწვავებები, რის გამოც პერიოდულად საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას. მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, ქოშინის და ჰაერის უკმარისობის გარდა გაუჩნდა სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით. თორაკოქირურგების მიერ ჩაითვალა არაოპერაბელურ შემთხვევად, რის გამოც გადაწყდა მარჯვენა ზ/წილოვანი ბრონქის დახშობა სარქვლოვანი ბრონქობლოკატორით. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით მარჯვენა მთავარ ბრონქში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორი N13. მანიპულაციის შემდეგ ჰემოფტიზი შეწყდა. პაციენტის კლინიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. რადიოლოგიურად 1 თვის…

ვრცლად

გაიცანით ექიმი

ექ. დავით ჭყონია

ბრონქოლოგი

ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო პაციენტებს მიიღონ

ისეთივე უახლესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო

სერვისები როგორიც შესაძლებელია განვითარებული

ქვეყნების წამყვან კლინიკებში.

სპეციალობები

ფიბრობრონქოსკოპია (BF)

არის ფილტვების დაავადებების უმნივნელოვანესი  დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდი. ეს არის არაინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც უკეთდება ამბულატორიულ პაციენტებს ადგილობრივი გაუტკივარებით. დიაგნოსტიკური ფიბრობრონქოსკოპიის დროს კეთდება ბიოფსია, რომელსაც უკეთდება ლაბორატორიული გამოკვლევები, როგორიცაა ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური, ჰისტო-მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური. სამკურნალო სანაციური ფიბრობრონქოსკოპია კეთდება ქრონიკული ბრონქიტის,  ფქოდ-ის, ბრონქოექტაზიების და სხვ. დროს. სანაციური ფიბრობრონქოსკოპია წმინდავს ბრონქებს, ასევე შესაძლებელს ხდის ადგილობრივად ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური ხსნარების შეყვანას. ფიბრობრონქოსკოპის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის ენდობრონქიტების მკურნალობა დაბალი სიხშირის ლაზეროთერაპიით.

ვრცლად

რიგიდული ბრონქოსკოპია (RB)

წინ უსწრებდა ფიბრობრონქოსკოპიას. ის პირველად დანერგილი იყო გუსტავ კილიანის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს და ფუნქციონირებდა მანამ, სანამ შიგეტო იკედამ 1966 წელს დანერგა დრეკადი ბრონქოსკოპი. უახლესი თანამედროვე ბრონქოსკოპიული მეთოდების განვითარებამ აღადგინა რიგიდული ბრონქსკოპიის აქტუალობა.  თანამედროვე რიგიდულ ბრონქოსკოპს გააჩნია პროცესორი, ვიდეოსისტემა, ოპტიკური ბიოფსიური მაშები, რეგულირებადი ვიდეოკამერა, რომლითაც ხდება პროცედურის ვიზუალიზაცია და ჩაწერა. მთელი გუნდი ადევნებს თვალყურს სამანიპულაციო არეს. რიგიდული ბრონქოსკოპია კეთდება ზოგადი ნარკოზით საოპერაციოში. რიგიდული ბრონქოსკოპიით კეთდება უახლესი სამკურნალო მანიპულაციები, როგორც აირგამტარი გზების სტენტირება, ლაზერული რეზექცია, სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია და სხვ.

ვრცლად

ენდობრონქიალური ბიოფსია (EB)

ეს არის ერთადერთი დიაგნოსტიკური მეთოდი მასალის მისაღებად ენდობრონქიალური წარმონაქმნებიდან ფილტვის კიბოზე საეჭვო შემთხვევების დროს. წარმონაქმნის ჰისტო-მორფოლოგიური ვერიფიკაციის გარეშე შეუძლებელია ადექვატური ქიმიოთერაპიის ჩატარება ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ძირითადად ენდობრონქიალური ბიოფსია კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით. გამოიყენება საკვნეტი მაშები, ჯაგრისები, დრეკადი საპუნქციო ნემსები. ეს არის არაინვაზიური, ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ინფორმატიული პროცედურა, რომლითაც ხდება კიბოს ვერიფიკაცია, რაც შესაძლებელს ხდის დაინიშნოს ოპტიმალური ქიმიოთერაპია ონკოლოგის მიერ.

ვრცლად

აირგამტარი გზების სტენტირება (AS)

არის პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როცა ამოიწურა მედიკამენტოზური და ქირურგიული საშუალებები. ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე ტერმინალურ პაციენტებში სტენტები იწვევენ სიმპტომების მნიშვნელოვან და მყარ  შემსუბუქებას. სტენტირება არის გადაუდებელი, სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროცედურა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს. სტენტირება იძლევა პაციენტების ექსტუბაციის შესაძლებლობას, რომლებიც სხვაგვარად ვერ მოიხსნებოდნენ ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან.

ვრცლად

ლაზერული რეზექცია (LR)

ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ობსტრუქციების დროს. ბრონქების ნაწიბუროვანი და სიმსივნური სტენოზების რეზექციით ხდება ბრონქების რეკანალიზაცია (გამავლობის აღდგენა), რაც აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, ფუნქციონალურ სტატუსს და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობას. ბრონქოსკოპიული ლაზერული თერაპია არის შედარებით უსაფრთხო პროცედურა.

ვრცლად

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (VB)

არის ახალი პერსპექტიული მიდგომა როგორც ფილტვების მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს, მათ შორის ემფიზემის და ფილტვებიდან ჰაერის გაჟონვის სამკურნალო საშუალება. სარქვლოვანი ბრონქობლოკატორი არის მოწყობილობა, რომელიც თავსდება ფილტვის დაზიანებულ წილთან დამაკავშირებელი ბრონქის სანათურში და ზღუდავს მასში ჰაერის მიწოდებას, ხოლო ინარჩუნებს ბრონქის დრენაჟულ ფუნქციას. პოსტოპერაციული ბრონქოპლევრალური ხვრელმილების შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია წარმატებული გამოსავალი (94%). ემფიზემის დროს სარქველი განაპირობებს ჰაერით გადავსებული ფილტვის წილებიდან ჰაერის დაცლას და შესაბამისად სუნთქვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ვრცლად

popup template EN png medium