პაციენტი 56 წლის მამაკაცი. მომართვამდე 2 თვის განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა, დაეწყო მაღალი ცხელება. გულმკერდის კტ კვლევით და ბრონქოსკოპიულად ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის ენდობრონქიალური წარმონაქმნი, რომელიც მთლიანად ახშობდა სანათურს. მდგომარეობის გაუარესების გამო, საციცოცხლო ჩვენებით პაც-ს გაუკეთდა ლაზერული რეზექცია რიგიდული ბრონქოსკოპით, VELASTM 30W დიოდის ლაზერის გამოყენებით. სანათურის გამავლობის აღდგენისთანავე ატელექტაზირებული ქვ/წილიდან წამოვიდა დიდი რაოდენობით ჩირქოვანი შიგთავსი. მანიპულაციისშემდგომი კონსერვატიული ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად პაც-ი თავს კარგად გრძნობს.

მარცხენა მთავარი ბრონქის სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი

ბრონქის სტენტირება ჩაუტარდა 30 წლის პაციენტს, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მარცხენა ფილვის ტუბერკულოზი. მკურნალობის დამთავრების შემდეგ გაუჩნდა ძლიერი ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი მარცხენა გვერდში, ცხელება. გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგაფიით ინახა მარცხენა...

ლაზერული რეზექცია, ტრაქეის პაპილომატოზი

პაციენტი 34 წლის მამაკაცი. პაციენტის გადმოცემით ბავშვობიდან მკურნალობდა ტრაქეის პოლიპოზის დიაგნოზით, რის გამოც უწევდა ხანგძლივი დროის განმავლობაში სტაციონარული მკურნალობა. აქვს ტრაქეოსტომა. პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა ბოლო წლების განმავლობაში, რაც გამოიხატებოდა...

ლაზერული რეზექცია და სტენტირება, ადენოკარცინომა

პაციენტი 62 წლის მამაკაცი. 2013 წ-ს გულმკერდის კტ კვლევით ინახა მოცულობითი წარმონაქმნი მარჯვენა ქვედა წილში. ბრონქოსკოპიული გამოკვლევით სიმსივნე არ იყო ვერიფიცირებული, რის გამოც პაციენტს ქიმიოთერაპია არ ჩატარებია. მრავალჯერადად იყო კონსულტირებული ონკოლოგებისა და...

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, ფილტვის მოცულობის შემცირება ბულოზური ემფიზემის დროს

პაციენტი 43 წლის მამაკაცი. ანამნეზში ფილტვის დაავადებებს, მათ შორის ტუბერკულოზს, არ აღნიშნავს. გაუჩნდა ჩივილები: ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ჰაერის უკმარისობა, ხველა ნახველით. ჩაუტარდა გულმკრდის ორგანოების კტ კვლევა, სპირომეტრია, ბოდიპლეტიზმოგრაფია....

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, სისხლდენა ფილტვების ტუბერკულოზური კავერნებიდან

პაციენტი 30 წლის მამაკაცი. ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების რეზისტენტული ტუბერკულოზის გამო. რამოდენიმე თვის წინ დაეწყო სისხლიანი ხველა, პერიოდულად სისხლდენის ეპიზოდებით. მუდმივად იმყოფება ჰემოსტატიურ პრეპარატებზე, კონსულტირებული იყო...

ლაზერული რეზექცია, პოსტტუბერკულოზური ნაწიბუროვანი სტენოზი

პაციენტი 23 წლის ქალი. 2017 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის სრული კურსი მარჯვენა ფილტვის ტუბერკულოზის გამო, რის შემდეგ მოიხსნა აღრიცხვიდან, როგორც განკურნებული. პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა ნოემბერში, დაეწყო მაღალი...

ლაზერული რეზექცია & სტენტირება, ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა

პაციენტი 70 წლის მამაკაცი. 2017 წელს დიაგნოსტირებული ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით. პაციენტი იმყოფება ქიმიოთერაპიაზე. მისი მდგომარეობა უარესდებოდა. სუნთქვა გაუძნელდა, გაუჩნდა შეტევითი ხასიათის ხველა სისხლიანი ნახველით, ტკივილი მარცხენა გვერდში, უძილობა....

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, მარცხენა მთავარი ბრონქის პოსტპულმონექტომიური ბრონქოპლევრალური ხვრელმილი

პაციენტი 27 წლის ქალი. 2012 წ-ს და განმეორებით 2016 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზის გამო. 2017 წლის თებერვალში დაეწყო სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით. 2017 წლის მარტში საციცოცხლო ჩვენებით ჩატარდა...

ტრაქეობრონქული სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი

პაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2007 წ-ს ჩაუტარდა ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. 2015 წ-ს ჰქონდა რელაფსი. წლების განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, მზარდი სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც ხშირად საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 2016 წლის...

უცხო სხეულის ამოღება

31 წლის პატიმარმა თვითდაზიანების მიზნით გადაყლაპა რამოდენიმე ნივთი, მათ შორის ერთი რკინის ნივთი გადასცდა, რის გამოც გაუძნელდა სუნთქვა, გაუჩნდა სტრიდორი, ძლიერი ტკივილი მარჯვენა გვერდში მოძრაობის დროს. საციცოცხლო ჩვენებით, ზოგადი გაუტკივარების პირობებში ჩატარდა...

ჩემი მიზანია ჯანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

davit.tchkonia@gmail.com

Tbilisi, Georgia