პაციენტი 30 წლის მამაკაცი. ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების რეზისტენტული ტუბერკულოზის გამო. რამოდენიმე თვის წინ დაეწყო სისხლიანი ხველა, პერიოდულად სისხლდენის ეპიზოდებით. მუდმივად იმყოფება ჰემოსტატიურ პრეპარატებზე, კონსულტირებული იყო თორაკოქირურგების მიერ. ოპერაციული ჩარევა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის მაღალი რისკის გამო. ოპტიმალურ გამოსავლად ჩაითვალა ბრონქობლოკაცია. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით მარჯვენა ბ6 და ბ10 სეგმენტურ ბრონქებში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორები N11 და N12. მანიპულაციიდან 9 თვეში გაკეთებულ კტ-ზე რადიოლოგიურად აღინიშნა გიგანტური ღრუების სრული დახურვა და დანაწიბურება, რაც მოწმობს ბლოკატორის კოლაფსოთერაპიულ ეფექტზე.
