პაციენტი 70 წლის მამაკაცი. 2017 წელს დიაგნოსტირებული ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით. პაციენტი იმყოფება ქიმიოთერაპიაზე. მისი მდგომარეობა უარესდებოდა. სუნთქვა გაუძნელდა, გაუჩნდა შეტევითი ხასიათის ხველა სისხლიანი ნახველით, ტკივილი მარცხენა გვერდში, უძილობა. თორაკოქირურგების მიერ ჩაითვალა არაოპერაბელურ შემთხვევად, რის გამოც პაც-ს გაუკეთდა ლაზერული რეზექცია და მარცხენა მთავარი ბრონქის სტენტირება რიგიდული ბრონქოსკოპით, VELASTM 30W დიოდის ლაზერის და სილიკონის სტენტის გამოყენებით. მანიპულაციის შემდგომ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. საკონტროლო გულმკერდის კტ კვლევით და ფიბრობრონქოსკოპიით აღინიშნება მარცხენა მთავარი ბრონქის გამავლობის სრული აღდგენა.
