პაციენტი 34 წლის მამაკაცი. პაციენტის გადმოცემით ბავშვობიდან მკურნალობდა ტრაქეის პოლიპოზის დიაგნოზით, რის გამოც უწევდა ხანგძლივი დროის განმავლობაში სტაციონარული მკურნალობა. აქვს ტრაქეოსტომა. პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა ბოლო წლების განმავლობაში, რაც გამოიხატებოდა სუნთქვის გაძნელებაში, მოგუდვის შეგრძნებაში, რის გამოც ხშირად საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას სტაციონარულ პირობებში, ასევე ინტენსიურ განყოფილებაში. იყო კონსულტირებული ქიურგის მიერ. ერთადერთი შესაძლო გამოსავალი აღმოჩნდა ტრაქეის რეკანალიზაცია ენდოსკოპიურად ლაზერის გამოყენებით. აღნიშნული ინტერვენციული მანიპულაცია ჩატარდა 2 ეტაპად. პირველ ეტაპში განთავისუფლდა ტრაქეის ზედა მესამედი ტრაქეოსტომამდე. მეორე ეტაპში გათავისუფლდა ტრაქეის დარჩენილი სანათური და მარცხენა მთავარი ბრონქი. პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მიუბრუნდა თავის ჩვეულ საქმიანობას.
