ბრონქის სტენტირება ჩაუტარდა 30 წლის პაციენტს, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მარცხენა ფილვის ტუბერკულოზი. მკურნალობის დამთავრების შემდეგ გაუჩნდა ძლიერი ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი მარცხენა გვერდში, ცხელება. გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგაფიით ინახა მარცხენა ფილტვის ატელექტაზი. ფიბრობრონქოსკოპიით ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის (მმბ) შევიწროება კარინის დონეზე 2მმ-დე ფიბროზულ-ნაწიბუროვანი ცვლილებების გამო, რამაც გამოიწვია მარცხენა ფილტვის სრული ატელექტაზი. გულმკერდის კტ კვლევით ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის შევიწროება მის მთელ სიგრძეზე ზ/წ და ნაწილობრივ ქვ/წ ბრონქებზე გავრცელებით. ქირურგიული მკურნალობა მოიაზრებდა მარცხენამხრივ პულმონექტომიას, რომლის ერთადერთი ალერნატივა იყო სტენტირება. ზოგადი ნარკოზის ქვეშ, მმბ-ში ჩაიდგა მეტალის, დაუფარავი, ბალონ-განშლადი სტენტი (Medtronic), რომელიც გაიშალა 8,7მმ-დე დიამეტრში წნევით 9ატმ. ინდეფლატორით Perous Medical. იმავდროულად ჩატარებულმა ბრონქოგრაფიამ აჩვენა გაფართოებული მმბ. პაციენტის კლინიკო-რადიოლოგიური და ენდოსკოპიური მონაცემები სტენტირების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესებულია.
