პაციენტი 27 წლის ქალი. 2012 წ-ს და განმეორებით 2016 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზის გამო. 2017 წლის თებერვალში დაეწყო სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით. 2017 წლის მარტში საციცოცხლო ჩვენებით ჩატარდა გადაუდებელი მარცხენამხრივი პულმონექტომია. ოპერაციიდან რამოდენიმე კვირაში განვითარდა ტაკვის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმდებოდა, რის გამოც გადაწყდა მარცხენა მთავარი ბრონქის დახშობა სარქვლოვანი ბრონქობლოკატორით. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული
ბრონქოსკოპის გამოყენებით მარცხენა მთავარ ბრონქში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორი N13. მანიპულაციის დასრულებისთანავე დრენაჟიდან შეწყდა ჰაერის გამოსვლა, მიღწეული იქნა სრული ჰერმეტიზმი. პაციენტი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ კლინიკურ მდგომარეობაში. მოიმატა წონაში (იყო 37კგ, ამჟამად 53კგ). ბლოკაციიდან 8 თვის შემდეგ მოხდა ფისტულის სრული ეპითელიზაცია. ბლოკატორი ამოღებულია.
