
ჩემი მიზანია – ჯანმრთელი ფილტვები
ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო პაციენტებს მიიღონ ისეთივე უახლესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები როგორიც შესაძლებელია განვითარებული ქვეყნების წამყვან კლინიკებში.
საკონტაქტო მობილური – (+995) 577 78 55 75
სერვისები

გულმკერდის რენტგენოგრაფია
გულმკერდის რენტგენოგრაფია არის ფილტვების პირველი და აუცილებელი გამოკვლევა. ის გამოიყენება გულმკერდის კედლის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებისათვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია
გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს გულმკერდის კედლის სტრუქტურებისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების შრეობრივ გამოსახულებას, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ფილტვების, გულის, საყლაპავის, სისხლძარღვების და ასევე შუასაყრის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება.

კომპიუტერული სპირომეტრია
სპირომეტრია წარმოადგენს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს, რომლის შედეგებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

ბოდიპლეტიზმოგრაფია
სუნთქვითი მექანიზმების კვლევის ძირითადი თანამედროვე მეთოდი ფილტვების მთლიანი და ნარჩენი მოცულობების შესაფასებლად, ასევე აირგამტარი გზების აეროდინამიური წინააღმდეგობის გასაზომად. კვლევა ტარდება სპეციალურ ჰერმეტულ კამერაში.

ფიბრობრონქოსკოპია
ეს არის არაინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც უკეთდება ამბულატორიულ პაციენტებს ადგილობრივი და ზოგადი გაუტკივარებით. გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო მიზნებით.

ხისტი ბრონქოსკოპია
ხისტი ბრონქოსკოპით კეთდება ლაზერული რეცექცია, სტენტირება, ბრონქობლოკაცია და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ინტერვენციები. მას გააჩნია პროცესორი, ვიდეოსისტემა, ოპტიკური ბიოფსიური მაშები, რეგულირებადი ვიდეოკამერა.

ბრონქების სტენტირება
პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როცა ამოიწურა მედიკამენტოზური და ქირურგიული საშუალებები.

ლაზერული რეზექცია
ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ობსტრუქციების დროს. ბრონქების ნაწიბუროვანი და სიმსივნური სტენოზების რეზექციით ხდება ბრონქების რეკანალიზაცია.

შენი ჯანმრთელობა იწყება აქ
ჩაეწერე შეხვედრაზე ან დარეკე: (599) 577 78 55 75
