
პაციენტი 45 წ ქალბატონი, მოგვმართა თორაკოქირურგის რეკომენდაციით. ჩივილები: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე. აუსკულტაციით: მარჯვნივ ზედა ველში მსტვინავი ხიხინი. ჩატარებული გულმკერდის კტ კვლევით – მარჯვენა ზ/წ ბრონქში 0.8 სმ ზომის რბილი ავსების დეფექტი მიმდებარე სეგმენტური ფიბროატელექტაზით (23.06.2022 წ). ფიბრობრონქოსკოპიით ინახა მარჯვენა ზ/წ ბრონქის მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ახშობს მარჯვენა ზ/წ ბრონქს სრულად და მთ/ბ ნაწილობრივ. მოკვნეტითი ბიოფსიის ჰიტო-მორფოლოგიური კვლევით მაღალდიფერენცირებული ნეიროენდოკრინული სიმსივნე (ტიპური კარცინოიდი). პაციენტს ჩაუტარდა ლაზერული რეზექცია – ზოგადი ნარკოზის ქვეშ ტრაქეაში შეყვანილი იყო Friedel – ის რიგიდული ბრონქოსკოპი, ტუბუსი N13. სიმსივნური წარმონაქმნი თავდაპირველად დამუშავდა დიოდის ლაზერის დაბალი სიმძლავრით – 7-9 ვატით. შემდეგ მოხდა მაღალი სიმძლავრით (14-16 ვატი) აბლაცია და ექსტრაქცია რიგიდული ალიგატორებით. წარმონაქმნის სარეცელი დამუშავდა 12 ვატი სიმძლავრის ლაზერით. ინტერვენციის შემდეგ პაციენტმა გაატარა 1 საწოლდღე და გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან. რადიოლოგიური კონტროლით ინტერვენციიდან 1 და 10 თვეში რეციდივი არ აღინიშნება.
