
პაციენტი 37 წლის მამაკაცი, 2025 წლის აპრილში იყო ჰოსპიტალიზებული საყლაპავის ტრავმული ფისტულის გამო. ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია საყლაპავსა და გულმკერდზე ემპიემის გამო. ივნისში განუვითარდა სტრიდორული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა. თორაკოქირურგის მიერ მიეცა რეკომენდაცია ტრაქეის ენდოსკოპიურ რეკანალიზაციაზე, რის გამოც მოგვმართა. ობიექტურად – აუსკულტაციით: სტრიდორული სუნთქვა, სატურაცია 96%, გულმკერდის კტ კვლევით (08.07.2025) და ფიბრობრონქოსკოპიით (30.07.2025) ინახა ტრაქეის პირველი ხრტილოვანი რგოლის საპროექციო არეში სანათურის უხეში დეფორმაცია, მკვეთრად გამოხატული კრიტიკული სტენოზი 3-4 მმ-მდე. პაციენტს ჩაუტარდა ტრაქეის ნაწიბუროვანი სტენოზის ლაზერული რეზექცია – ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ფიბრობრონქოსკოპი შეყვანილი იყო ლარინგეალური მილიდან. ჯერ სტენოზირებული უბანი დამუშავდა ლაზერის დაბალი სიმძლავრით – 7-9 ვატით, შემდეგ მოხდა ნაწიბუროვანი უბნების მაღალი სომძლავრის ლაზერით აბლაცია (14-16 ვატით) და ექსტრაქცია რიგიდული მაშებით – ალიგატორებით. ინტერვენციის ბოლოს გამოყენებული იყო ბალონი 16 მმ, რომლითაც მოხდა დამუშავებული უბნის ბალონირება დისპოზიციით 3 წუთი. ამით მანიპულაცია დასრულდა. პაციენტმა გაატარა ერთი საწოლდღე და გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე.
