
პაციენტი 55 წ მამაკაცი. მოგვმართა ონკოლოგის რეკომენდაციით დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპიის ჩასატარებლად ბიოფსიით. გულმკედის კტ კვლევით ინახა ტრაქეობრონქული კუთხის მიდამოს ენდობრონქული მოცულობითი წარმონაქმნი (16.09.2024). ფიბრობრონქოსკოპიის დროს ინახა მოცულობითი წარმონაქმნი კარინაზე, რომელიც მთავარი ბრონქების სანათურების დაახლოებით ¾ ახშობს. არებული ჰისტო-მორფოლოგიური კვლევით ინახა მაღალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა. სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენის მიზნით ჩატარდა სიმსივნის ლაზერული რეზექცია. ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ტრაქეაში შეყვანილი იყო Friedel-ის რიგიდული ბრონქოსკოპი, ტუბუსი N13. სიმსივნური წარმონაქმნი დამუშავდა თავდაპირველად დიოდის ლაზერის დაბალი სიმძლავრით – 16-18 ვატით. შემდეგ მოხდა აღნიშნული წარმონაქმნის მაღალი სიმძლავრის ლაზერით აბლაცია (20-22 ვატით) და ექსტრაქცია ხისტი მაშებით – ალიგატორებით. პაციენტმა გაატარა ერთი საწოლ-დღე ინტერვენციის შემდეგ და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ონკოლოგის მეთვალყურეობაზე.
- გულმკერდის კტ რეზექციამდე (Lung) რეზექციამდე 2 კვირით ადრე
- გულმკერდის კტ (Chest) რეზექციამდე 2 კვირით ადრე.
- ლაზერული რეზექცია
გულმკერდის კტ რეზექციამდე (Axial)
გულმკერდის კტ რეზექციამდე (Coronal).
