
პაციენტი 60 წლის მამაკაცი, დიაგნოსტირებული არაწვრილუჯრედოვანი კარცინომით. სიმსივნური პროცესი გავრცელდა მარცხენა მთავარ ბრონქში და ტრაქეის ქვედა მესამედზე, რამაც გამოიწვია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება, რაც გამოიხატა ჰაერის ძლიერი უკმარისობით, მოხრჩობის შეგრძნებით, უძილობით. მღებული იყო გადაწყვეტილება სასიცოცხლო ჩვენებით ჩატარებულიყო რიგიდული ბრონქოსკოპია – ენდობრონქული ლაზერული რეზექცია ტრაქეობრონქული ხის რეკანალიზაციის მიზნით. ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ტრაქეაში შეყვანილი იყო Friedel-ის რიგიდული ბრონქოსკოპი, ტუბუსი N13. დათვალიერდა ტრაქეობრონქული ხის ორივე მხარე. მარჯვენა მთავარი ბრონქის სანათური მთლიანად დახშულია სიმსივნური წარმონაქმნით, რომელიც ვრცელდება ტრაქეის მარჯვენა კედელზე. კარინა არ ვიზუალირდება. თავდაპირველად სიმსივნის ზედაპირი დამუშავდა დიოდის ქირურგიული ლაზერის დაბალი სიმძლავრით – 7-9 ვატით დევასკულარიზაციის მიზნით. შემდეგ მოხდა ექსტრაქცია რიგიდული მაშებით – ალიგატორებით. ეტაპობრივად მოხდა სიმსივნური წარმონაქმნის ლაზერული რეზექცია 14-16 ვატის სიმძლავრით და ფრაგმენტული ექსტრაქცია რიგიდული მაშებით. რეკანალიზაციის შემდეგ მარჯვენა მთავარ ბრონქში მოთავსდა მეტალის დაფარული სტენტი. მოხდა მარჯვენა ბრონქულ ხეში დაგროვილი დიდი რაოდენობით შიგთავსის ევაკუაცია. გაკეთდა ორმხრივი ენდობრონქული სანაცია, გამოყენებული იყო 140 მლ-მდე ცივი ფიზიოლოგიური ხსნარი. ადგილობრივად შეყვანილი იყო ტრანესტატი 5 მლ. ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევით დადასტურდა არაწვრილუჯრედოვანი კარცინომის დიაგნოზი. პაციენტის მდგომარეობა რეზექციის დღესვე მკვეთრად გაუმჯობესდა და ერთი საწოლდღის დაყოვნების შემდეგ გაუმჯობესებულ კლინიკურ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე ონკოლოგის მეთვალყურეობაზე.
- გულმკერდის კტ რეზექციამდე (Axial)
- გულმკერდის კტ რეზექციამდე (Coronal).
- გულმკერდის კტ რეზექციამდე (Sagittal)
- ტრაქეობრონქული ლაზერული რეზექცია და სტენტირება
- CXR რეზექციამდე
- CXR რეზექციის დღეს
- CXR რეზექციიდან 1 თვეში
გულმკერდის კტ რეზექციამდე (Axial)
გულმკერდის კტ რეზექციამდე (Coronal).
გულმკერდის კტ რეზექციამდე (Sagittal)
ტრაქეობრონქული ლაზერული რეზექცია და სტენტირება
CXR რეზექციამდე
CXR რეზექციის დღეს
CXR რეზექციიდან 1 თვეში
