
პაციენტი 45 წ ქალბატონი. 2022 წ თებერვალში გადაიტანა კოვიდ – 19 მძიმე ფორმაში სტაციონარის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდებოდა ოქსიგენოთერაპია CPAP da BiPAP რეჟიმებში. გამოწერიდან მალევე გაუჩნდა ჰაერის უკმარისობა, ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე, შემაწუხებელი მშრალი ხველა. გულმკერდის კტ კვლევით (24.03.2022 წ) ინახა მარჯვენა ზედა წილის გიგანტური ბულა. გიგანტური ბულის და ფილტვის მოცულობის შემცირების მიზნით პაციენტს ჩაუტარდა მარჯვენა ზ/წ ბრონქის სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია. მარჯვენა ზ/წ ბრონქში მოთავსდა სარქვლოვანი ბრონქობლოკატორი N12. შედეგად მოხდა ბულის კოლაფსოთერაპია და საბოლოოდ მის ადგილას ფიბროზის ჩამოყალიბება.
