
პაციენტი 27 წლის ქალი. 2012 წ-ს და განმეორებით 2016 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზის გამო. 2017 წლის თებერვალში დაეწყო სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით. 2017 წლის მარტში საციცოცხლო ჩვენებით ჩატარდა გადაუდებელი მარცხენამხრივი პულმონექტომია. ოპერაციიდან რამოდენიმე კვირაში განვითარდა ტაკვის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმდებოდა, რის გამოც გადაწყდა მარცხენა მთავარი ბრონქის დახშობა სარქვლოვანი ბრონქობლოკატორით. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით მარცხენა მთავარ ბრონქში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორი N13. მანიპულაციის დასრულებისთანავე დრენაჟიდან შეწყდა ჰაერის გამოსვლა, მიღწეული იქნა სრული ჰერმეტიზმი. პაციენტი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ კლინიკურ მდგომარეობაში. ამჟამად თავს გრძნობს კარგად, მოიმატა წონაში (იყო 37კგ, ამჟამად 53კგ)
- კტ პულმონექტომიამდე (Coronal)
- კტ პულმონექტომიქმდე (Axial)
- პიოთორაქსი რეზექციის შემდეგ, ბლოკაციამდე 1 კვირით ადრე
- სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია
- CXR ბლოკაციიდან 2 თვეში
- CXR ბლოკაციიდან 4 თვეში
- კტ (Axial) ბლოკაციიდან 7 თვეში
- კტ ბლოკაციიდან 7 თვეში
- ბრონქოსკოპია ბლოკაციიდან 8 თვეში
- ბრონქოსკოპია ბლოკაციიდან 10 თვეში
- შედარება
