
პაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2017 წლის 01 აგვისტოს საციცოცხლო ჩვენებით გაუკეთდა მარცხენამხრივი პულმონექტომია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. ოპერაციიდან რამოდენიმე კვირაში განვითარდა ტაკვის უკმარისობა, ჩამოყალიბდა პიოპნევმოთორაქსი. პაციენტის მდგომარეობა მძიმდებოდა, რის გამოც გადაწყდა მარცხენა მთავარი ბრონქის დახშობა სარქვლოვანი ბრონქობლოკატორით. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით მარცხენა მთავარ ბრონქში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორი N20. მანიპულაციის დასრულებისთანავე დრენაჟიდან შეწყდა ჰაერის გამოსვლა, მიღწეული იქნა სრული ჰერმეტიზმი. 18 დღის შემდეგ პაციენტმა ბლოკატორი ამოახველა. გაკეთდა განმეორებითი ბრონქობლოკაცია ადგილობრივი გაუტკივარებით რის შემდეგ პაციენტი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ კლინიკურ მდგომარეობაში. 3 თვის შემდეგ, საკონტროლო გამოკვლევით პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მოიმატა წონაში 7 კგ, რენტგენოლოგიურად ჰემოთორაქსი შემცირებულია, აღინიშნება ფიბროთორაქსი.
- გულმკერდის რენტგენოგრაფია ბრონქობლოკაციამდე
- ბრონქოსკოპია ბრონქობლოკაციამდე
- ბრონქობლოკაცია ადგილობრივი ანესთეზიით
- გულმკერდის რენტგენოგრაფია ბლოკაციიდან 3 დღეში
- გულმკერდის რენტგენოგრაფია ბლოკაციიდან 1 თვეში
- გულმკერდის რენტგენოგრაფია ბლოკაციიდან 3 თვეში
- ბრონქოსკოპია ბლოკაციიდან 8 თვეში
გულმკერდის კტ რეზექციამდე (Axial)
