
პაციენტი 57 წლის მამაკაცი. 2013 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. რამოდენიმე თვის წინ დაეწყო სისხლიანი ხველა, პერიოდულად სისხლდენის ეპიზოდებით. მუდმივად იმყოფება ჰემოსტატიურ პრეპარატებზე, რომელთა მიმართ განუვითარდა აუტანლობა, აქვს კოაგულოპათია. ამჟამად არის ბაქტერიაგამომყოფი და განმეორებით ჩაერთო ტუბსაწინააღმდეგო თერაპიაში. კონსულტირებული იყო თორაკოქირურგების მიერ. ოპერაციული ჩარევა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის მაღალი რისკის გამო. ოპტიმალურ გამოსავლად ჩაითვალა ბრონქობლოკაცია. ზოგადი ანესთეზიით, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით მარცხენა ზ/წილოვან ბრონქში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორი N13. მანიპულაციიდან 2 დღეში რადიოლოგიურად აღინიშნა მარცხენა ზედა წილის ატელექტაზური პროცესი და იქ არსებული გიგანტური ღრუს მნიშვნელოვანი შემცირება, რაც მოწმობს ბლოკატორის კოლაფსოთერაპიულ ეფექტზე.
- გულმკერდის რენტგენოგრაფია ბლოკაციამდე 3 თვით ადრე
- გულმკერდის კტ (Coronal) ბლოკაციამდე
- სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია
- გულმკერდის რენტგენოგრაფია ბლოკაციიდან 10 თვეში
- გულმკერდის კტ კვლევა (Coronal) ბლოკაციიდან 10 თვეში
- გულმკერდის კტ კვლევა (Axial) ბლოკაციიდან 10 თვეში
- რენტგენოგრაფიული შედარება
- გულმკერდის კტ (Axial) შედარება
- გულმკერდის კტ (Coronal) შედარება
