ჩემი მიზანია –  ჯანმრთელი ფილტვები

ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო პაციენტებს მიიღონ ისეთივე უახლესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები როგორიც შესაძლებელია განვითარებული ქვეყნების წამყვან კლინიკებში.

საკონტაქტო მობილური –  (+995) 577 78 55 75

უახლესი შემთხვევები

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, სისხლდენა ფილტვების ტუბერკულოზური კავერნებიდან

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, სისხლდენა ფილტვების ტუბერკულოზური კავერნებიდანპაციენტი 57 წლის მამაკაცი. 2013 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. რამოდენიმე თვის წინ დაეწყო სისხლიანი ხველა, პერიოდულად სისხლდენის ეპიზოდებით....

ტრაქეობრონქიალური სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი

ტრაქეობრონქიალური სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზიპაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2007 წ-ს ჩაუტარდა ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. 2015 წ-ს ჰქონდა რელაფსი. წლების განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, მზარდი სუნთქვის...

პიოთორაქსი ფისტულით

პიოთორაქსი ფისტულით პაციენტი 54 წლის ქალი. 1989 წ-ს გაკეთებული აქვს მარცხენა ქვედა წილის რეზექცია ბრონქოექტაზიული დაავადების გამო. წლების განმავლობაში აქვს გამწვავებები, რაც გამოიხატება მაღალი ცხელებით, ხველით, დიდი რაოდენობით სისხლნარევი, ჩირქოვანი ნახველის...

მარჯვენა მთავარი ბრონქის სტენტირება; სიმსივნური ობტურაცია

მარჯვენა მთავარი ბრონქის სტენტირება; სიმსივნური ობტურაცია პაციენტი 65 წლის მამაკაცი. 2016 წლის ნოემბერში მოთავსდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გამოსაკვლევად მარჯვენა ფილტვის ტუბერკულოზზე ეჭვის გამო. ძირითადი ჩივილები იყო სისხლიანი ხველა...

უცხო სხეულის ამოღება

უცხო სხეულის ამოღება 31 წლის პატიმარმა თვითდაზიანების მიზნით გადაყლაპა რამოდენიმე ნივთი, მათ შორის ერთი რკინის ნივთი გადასცდა, რის გამოც გაუძნელდა სუნთქვა, გაუჩნდა სტრიდორი, ძლიერი ტკივილი მარჯვენა გვერდში მოძრაობის დროს. საციცოცხლო ჩვენებით, ზოგადი გაუტკივარების...

ლაზერული რეზექცია; მეზენქიმური წარმოშობის თითისტარაუჯრედული სიმსივნე

ლაზერული რეზექცია; მეზენქიმური წარმოშობის თითისტარაუჯრედული სიმსივნე პაციენტი 56 წლის მამაკაცი. მომართვამდე 2 თვის განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა, დაეწყო მაღალი ცხელება. გულმკერდის კტ კვლევით და ბრონქოსკოპიულად ინახა მარცხენა მთავარი...

ბრონქოპლევრალური ხვრელმილი

ბრონქოპლევრალური ხვრელმილი პაციენტი 37 წლის ქალი. 1997 წ-ს გაკეთებული აქვს მარჯვენა ზედა წილის რეზექცია ფილტვის ტუბერკულოზის გამო. წლების განმავლობაში აქვს გამწვავებები, რაც გამოიხატება მაღალი ცხელებით, ხველით, დიდი რაოდენობით სისხლნარევი, მძაფრი სუნის მქონე ნახველის...

ტრაქეის სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომა

ტრაქეის სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომა პაციენტი, 41 წლის მამაკაცი, 2015 წლის ოქტომბერში დაესვა მარჯვენა ფილტვის ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომის დიაგნოზი. მიუხედავად ქიმიოთერაპიისა და რადიაციული თერაპიისა, პაციენტის...

ლაზერული რეზექცია & სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გურქოვანებელი კარცინომა

ლაზერული რეზექცია & სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გურქოვანებელი კარცინომა პაციენტი 52წლის მამაკაცი ერთი თვის ანამნეზით. გულმკერდის კტ კვლევით აღმოჩნდა 3,9-3,6სმ ზომის სუბკარინული ქსოვილოვანი კონგლომერატი, რომელიც იჭრება მარცხენა მთავარ ბრონქში და მთლიანად ახშობს...

სტენტირება; პოსტტუბერკულოზური ნაწიბუროვანი სტენოზი

სტენტირება; პოსტტუბერკულოზური ნაწიბუროვანი სტენოზი პაციენტი 24 წლის ქალბატონი. ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დასრულებიდან რამოდენიმე თვეში გაუჩნდა ჩივილები: სპაზმური ხველა, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა. გულმკერდის კტ კვლევით ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის ობტურაცია...

სერვისები

გულმკერდის რენტგენოგრაფია

გულმკერდის რენტგენოგრაფია არის ფილტვების პირველი და აუცილებელი გამოკვლევა. ის გამოიყენება გულმკერდის კედლის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებისათვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია

გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია  წარმოადგენს გულმკერდის კედლის სტრუქტურებისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების შრეობრივ გამოსახულებას, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ფილტვების, გულის, საყლაპავის, სისხლძარღვების და ასევე შუასაყრის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება. 

კომპიუტერული სპირომეტრია

სპირომეტრია წარმოადგენს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს, რომლის შედეგებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. 

ბოდიპლეტიზმოგრაფია

სუნთქვითი მექანიზმების კვლევის ძირითადი თანამედროვე მეთოდი ფილტვების მთლიანი და ნარჩენი მოცულობების შესაფასებლად, ასევე აირგამტარი გზების აეროდინამიური წინააღმდეგობის გასაზომად. კვლევა ტარდება სპეციალურ ჰერმეტულ კამერაში. 

ფიბრობრონქოსკოპია

ეს არის არაინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც უკეთდება ამბულატორიულ პაციენტებს ადგილობრივი და ზოგადი გაუტკივარებით. გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო მიზნებით.

ხისტი ბრონქოსკოპია

ხისტი ბრონქოსკოპით კეთდება ლაზერული რეცექცია, სტენტირება, ბრონქობლოკაცია და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ინტერვენციები. მას გააჩნია პროცესორი, ვიდეოსისტემა, ოპტიკური ბიოფსიური მაშები, რეგულირებადი ვიდეოკამერა.

ბრონქების სტენტირება

პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როცა ამოიწურა მედიკამენტოზური და ქირურგიული საშუალებები.

ლაზერული რეზექცია

ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ობსტრუქციების დროს. ბრონქების ნაწიბუროვანი და სიმსივნური სტენოზების რეზექციით ხდება ბრონქების რეკანალიზაცია.

შენი ჯანმრთელობა იწყება აქ

ჩაეწერე შეხვედრაზე ან დარეკე: (599) 577 78 55 75

ჩემი მიზანია ჯანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

david.tchkonia@gmail.com

თბილისი, საქართველო