
ჩვენი მომსახურება
ძირითადი მომსახურება


ენდობრონქიალური ბიოფსია
ერთადერთი დიაგნოსტიკური მეთოდი მასალის მისაღებად ენდობრონქიალური წარმონაქმნებიდან ფილტვის კიბოზე საეჭვო შემთხვევების დროს.


აირგამტარი გზების სტენტირება
პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როცა ამოიწურა მედიკამენტოზური და ქირურგიული საშუალებები.


ლაზერული რეზექცია
ყველა მომსახურების სია
ფილტვების დიაგნოსტიკა
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (CXR)
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
- კომპიუტერული სპირომეტრია
- ბოდიპლეტიზმოგრაფია
- ფიბრობრონქოსკოპია
- ხისტი ბრონქოსკოპია
- ბრონქების სტენტირება
- ლაზერული რეზექცია
გულმკერდის რენტგენოგრაფია არის ფილტვების პირველი და აუცილებელი გამოკვლევა. ის გამოიყენება გულმკერდის კედლის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებისათვის.
გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს გულმკერდის კედლის სტრუქტურებისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების შრეობრივ გამოსახულებას, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ფილტვების, გულის, საყლაპავის, სისხლძარღვების და ასევე შუასაყრის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება.
სპირომეტრია წარმოადგენს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს, რომლის შედეგებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
სუნთქვითი მექანიზმების კვლევის ძირითადი თანამედროვე მეთოდი ფილტვების მთლიანი და ნარჩენი მოცულობების შესაფასებლად, ასევე აირგამტარი გზების აეროდინამიური წინააღმდეგობის გასაზომად. კვლევა ტარდება სპეციალურ ჰერმეტულ კამერაში.
ეს არის არაინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც უკეთდება ამბულატორიულ პაციენტებს ადგილობრივი და ზოგადი გაუტკივარებით. გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო მიზნებით.
ხისტი ბრონქოსკოპით კეთდება ლაზერული რეცექცია, სტენტირება, ბრონქობლოკაცია და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ინტერვენციები. მას გააჩნია პროცესორი, ვიდეოსისტემა, ოპტიკური ბიოფსიური მაშები, რეგულირებადი ვიდეოკამერა
პირდაპირი ჩვენება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ობსტრუქციებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როცა ამოიწურა მედიკამენტოზური და ქირურგიული საშუალებები
ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ობსტრუქციების დროს. ბრონქების ნაწიბუროვანი და სიმსივნური სტენოზების რეზექციით ხდება ბრონქების რეკანალიზაცია.
ფილტვების მკურნალობა
- აირგამტარი გზების სტენტირება (AS)
- სუნთქვითი ვარჯიშები
- გულმკერდის მასაჟი
- ინჰალაციური თერაპია
- ლაზერული რეზექცია (LR)
- დაბალი სიხშირის ლაზერული თერაპია (LFLT)
- სანაციური ბრონქოსკოპია (SB)
- სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (VB)
ფიბრობრონქოსკოპია (BF)
რიგიდული ბრონქოსკოპია (RB)

შენი ჯანმრთელობა იწყება აქ
