ტრაქეის სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომა

პაციენტი, 41 წლის მამაკაცი, 2015 წლის ოქტომბერში დაესვა მარჯვენა ფილტვის ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომის დიაგნოზი. მიუხედავად ქიმიოთერაპიისა და რადიაციული თერაპიისა, პაციენტის კლინიკო-ლაბორატორიული და რადიოლოგიური მონაცემები გაუარესდა. გაუჩნდა სტრიდორული სუნთქვა, მოხრჩობის შეგძნება, ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაშიც. 2016 წლის 1 სექტემბრის კტ კვლევით ინახა ტრაქეის გარშემო მუფტასავით შემოხვეული გადიდებული ლიმფური კვანძების კონგლომერატი, რომლებიც კრიტიკულად ავიწროებენ ტრაქეის სანათურს. ქირურგების შეფასებით ტრაქეოსტომიული მილის ჩადგმა იყო შეუძლებელი. გადაწყდა სასიცოცხლო ჩვენებით ტრაქეის სტენტირება. პაციენტის დაინტუბირების შეუძლებლობის გამო მანიპულაცია ჩატარდა ადგილობრივი გაუტკივარებით. მანიპულაციამდე პაციენტს ჩაუტარდა სუნთქვითი ვარჯიში, რის შედეგადაც მან შესძლო სუნთქვის შეკავება 10 წმ-მდე ინდეფლატორით სტენტის გაშლის დროს. შედეგი იყო მყისიერი. პაციენტს გაუქრა სტრიდორი, სატურაცია აიწია 96-97%-მდე.

No Results Found

The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.

Better Lung Care is My Mission

(+995) 577 78 55 75

davit.tchkonia@gmail.com

Tbilisi, Georgia