პიოთორაქსი ფისტულით

პაციენტი 54 წლის ქალი. 1989 წ-ს გაკეთებული აქვს მარცხენა ქვედა წილის რეზექცია ბრონქოექტაზიული დაავადების გამო. წლების განმავლობაში აქვს გამწვავებები, რაც გამოიხატება მაღალი ცხელებით, ხველით, დიდი რაოდენობით სისხლნარევი, ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. გულმკერდის კტ კვლევით ინახა მარცხენა მხარეს პნევმოციროზის ფონზე მწვერვალში მრავლობითი ღრუები. ბრონქოსკოპიით ინახა მარცხენა ქვ/წილოვანი ბრონქის ტაკვის ფისტულა და ზ/წილოვანი ბრონქის ჩირქოვან-ჰემორაგიული ენდობრონქიტი. პაციენტი კონსულტირებული იყო თორაკოქირურგის მიერ. ოპტიმალურ გამოსავლად ჩაითვალა ბრონქობლოკაცია. რიგიდული ბრონქოსკოპით მარცხენა მთავარ ბრონქში ჩაიდგა MEDLUNG-ის ბლოკატორი N13. მანიპულაციის შემდეგ პაციენტი აღნიშნავს, რომ აღარ აქვს სისხლნარევი და ჩირქოვანი სეკრეტი.

No Results Found

The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.

ჩემი მიზანია ჟანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

davit.tchkonia@gmail.com

Tbilisi, Georgia