პაციენტი 56 წლის მამაკაცი. მოგვმართა ონკოლოგის რეკომენდაციით ბიოფსიის გასაკეთებლად. გულმკერდის ორგანოების კტ კვლევით ინახა მარცხნივ ფილტვის კარში 35-52მმ ზომის მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ახშობს ნაწილობრივ ზედა ხოლო სრულად ქვ/წილოვანი ბრონქების სანათურებს, რაც იწვევს ქვედა წილის ატელექტაზს. ენდობრონქიალური ბიოფსიის მორფოლოგიური გამოკვლევით აღმოჩნდა დაბალდიფერენცირებული, ბრტყელუჯრედოვანი არაგარქოვანებული კიბო G3. ოპერაციული ჩარევა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. ზოგადი გაუტკივარების პირობებში ჩაიდგა ორი თვითგანშლადი, დაფარული სტენტი, ერთი ქვ/წილოვან, ხოლო მეორე მარცხენა მთავარ ბრონქში. სტენტირების შემდეგ ჩატარებული ბრონქოგრაფიით ინახა თავისუფლად გამავალი როგორც მთავარი, ასევე ქვ/წილოვანი ბრონქები.

აღინიშნება მარცხენა ფილტვის სრული ატელექტაზი

აღინიშნება მარცხენა მთავარი ბრონქის ოკლუზია სიმსივნური წარმონაქმნით

 

პირველი სტენტი მოთავსდა მარცხენა ქვ/წ ბრონქში, მეორე – მარცხენა მთ/ბ.

მარცხენა ფილტვი ნაწილობრივ გაშლილია.

 

მარცხენა ფილტვი სრულად გაშლილია.

ტრაქეის პოსტინტუბაციური ნაწიბუროვანი სტენოზის ლაზერული რეზექცია

პაციენტი 37 წლის მამაკაცი, 2025 წლის აპრილში იყო ჰოსპიტალიზებული საყლაპავის ტრავმული ფისტულის გამო. ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია საყლაპავსა და გულმკერდზე ემპიემის გამო. ივნისში განუვითარდა სტრიდორული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა. თორაკოქირურგის მიერ მიეცა რეკომენდაცია...

ტრაქეის ბიფურკაციის ადენოკარცინომის ლაზერული რეზექცია

პაციენტი 55 წ მამაკაცი. მოგვმართა ონკოლოგის რეკომენდაციით დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპიის ჩასატარებლად ბიოფსიით. გულმკედის კტ კვლევით ინახა ტრაქეობრონქული კუთხის მიდამოს ენდობრონქული მოცულობითი წარმონაქმნი (16.09.2024). ფიბრობრონქოსკოპიის დროს ინახა მოცულობითი წარმონაქმნი...

ტრაქეის და მარჯვენა მთავარი ბრონქის  არაწვრილუჯრედოვანი კარცინომის ლაზერული რეზექცია

პაციენტი 60 წლის მამაკაცი, დიაგნოსტირებული არაწვრილუჯრედოვანი კარცინომით. სიმსივნური პროცესი გავრცელდა მარცხენა მთავარ ბრონქში და ტრაქეის ქვედა მესამედზე, რამაც გამოიწვია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება, რაც გამოიხატა ჰაერის ძლიერი უკმარისობით,...

მარჯვენა მთავარი ბრონქის ტიპური კარცინოიდის ლაზერული რეზექცია

პაციენტი 45 წ ქალბატონი, მოგვმართა თორაკოქირურგის რეკომენდაციით. ჩივილები: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე. აუსკულტაციით: მარჯვნივ ზედა ველში მსტვინავი ხიხინი. ჩატარებული გულმკერდის კტ კვლევით - მარჯვენა ზ/წ ბრონქში 0.8 სმ ზომის...

გიგანტური ბულის სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია

პაციენტი 45 წ ქალბატონი. 2022 წ თებერვალში გადაიტანა კოვიდ - 19 მძიმე ფორმაში სტაციონარის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდებოდა ოქსიგენოთერაპია CPAP da BiPAP რეჟიმებში. გამოწერიდან მალევე გაუჩნდა ჰაერის უკმარისობა, ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე, შემაწუხებელი მშრალი...

მარცხენა მთავარი ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის რეზექცია და სტენტირება

პაციენტი 70 წლის მამაკაცი. 2017 წელს დიაგნოსტირებული ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით. პაციენტი იმყოფება ქიმიოთერაპიაზე. მისი მდგომარეობა უარესდებოდა. სუნთქვა გაუძნელდა, გაუჩნდა შეტევითი ხასიათის ხველა სისხლიანი ნახველით, ტკივილი მარცხენა გვერდში, უძილობა....

მარცხენა მთავარი ბრონქის ბრონქობლოკაცია ტაკვის ბრონქო-პლევრული ფისტულის გამო

პაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2017 წლის 01 აგვისტოს საციცოცხლო ჩვენებით გაუკეთდა მარცხენამხრივი პულმონექტომია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. ოპერაციიდან რამოდენიმე კვირაში განვითარდა ტაკვის უკმარისობა, ჩამოყალიბდა პიოპნევმოთორაქსი. პაციენტის მდგომარეობა მძიმდებოდა, რის...

პიოთორაქსი ფისტულით

პაციენტი 27 წლის ქალი. 2012 წ-ს და განმეორებით 2016 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზის გამო. 2017 წლის თებერვალში დაეწყო სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით. 2017 წლის მარტში საციცოცხლო ჩვენებით ჩატარდა...

მარცხენა ზ/წ ბრონქის სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია პოსტტუბერკულოზური კავერნებიდან სისხლდენის გამო

პაციენტი 57 წლის მამაკაცი. 2013 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. რამოდენიმე თვის წინ დაეწყო სისხლიანი ხველა, პერიოდულად სისხლდენის ეპიზოდებით. მუდმივად იმყოფება ჰემოსტატიურ პრეპარატებზე, რომელთა მიმართ განუვითარდა...

ტრაქეობრონქიალური სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი

პაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2007 წ-ს ჩაუტარდა ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. 2015 წ-ს ჰქონდა რელაფსი. წლების განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, მზარდი სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც ხშირად საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 2016 წლის...

ჩემი მიზანია ჟანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

davit.tchkonia@gmail.com

Tbilisi, Georgia