მოკლედ ჩემს შესახებ

ევროპის და მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ენდოსკოპისტთა და რესპირაციული ასოციაციის წევრი. პირველად საქართველოში დავნერგე და დღემდე წარმატებით ვატარებ ბრონქების სტენტირებას, ენდობრონქიალურ ლაზერული რეზექციას, სარქვლოვან ბრონქობლოკაციას.

ფოტო გალერია

ინტერვენციული პულმონოლოგიის პირველ კონგრესზე მარსელში პროფ. იოჩი ვატანაბესთან (Yoichi Watanabe), რომელმაც შექმნა ენდობრონქული ბლოკატორი EWS (Endobronchial Watanabe Spigot).

ინტერვენცული პულმონოლოგიის პირველ კონგრესზე 2011 წ მარსელში პროფ. სტეპანო გასპარინისთან (Stefano Gasparini), რომელმაც დააარსა პირველი ევროპული კურსები (1994 წ) ბრონქოსკოპიაში და ჩატარებული აქვს ტრანსბრონქული ბიოფსიური ტექნიკის 20 ზე მეტი საერთაშორისო სწავლება.

2011 წ  მარსელში ECBIP პირველ კონგრესზე პროფ. კაზუხირო იასუფუკუსთან (Kazuhiro Yasufuku) ერთად, რომელმაც შექმნა ულტრასონოგრაფიული Convex – ის ზომდი Olympus – თან ერთად და წარმატებით დანერგა ენდობრონქული ულტრასონოგრაფია (EBUS). 

2011 წ მარსელში ECBIP პირველ კონგრესზე ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოცოაციის ვიცეპრეზიდენტ სემრა ბილაცეროღლუსთან (Semra Bilaceroglu) ერთად. 

2011 მკვლევარები მადრიდში. მარცხნიდან: დავით მაღალაშვილი, კახა ვაჭარაძე, ლალი ნიკოლეიშვილი, ელენე შეროზია, ნინო ლომიძე, მაია გოთუა. 

2012 სახელოვანი მკვლევარები პრაღაში

2013 მოხსენება ECBIP მე-2 კონგრესზე ჩეშმეში, იზმირი

2013 ECBIP მე-2 კონგრესი ჩეშმეში, იზმირი. ალი მუსანი (Ali Musani), კოლორადოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფ. ამერიკის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის ფინანსური მდივანი, ფელიქს ჰერცი (Felix Hertz), ჰაიდელბერგის თორაკალური კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მაიკლ მაჩუზაკი (Michael Machuzak), კლივლენდის კლინიკიდან, ბრონქული თერმოპლასტის მთავარი მკვლევარი.

2013 ECBIP მე-2 კონგრესი ჩეშმეში, იზმირი. სემრა ბილაცეროღლუ (Semra Bilaceroglu), კონგრესის და ასოცოაციის მდივანი და რალფ ებერჰარდი (Ralf Eberhardt), ჰაიდელბერგი თორაკალური კლინიკის პროფესორი (Thoraxklinik Universitätsklinikum Heidelberg).

2013 ECBIP მე-2 კონგრესი ჩეშმეში, იზმირი. თურხან ეჩე (Turhan Ece), სტამბოლოს უნივერსიტეტის პულმონოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი, სტეპანო გასპარინი (Stefano Gasparini). 

2014 წარმატებული კვლევის აღნიშვნა სტამბოლში

2015 კვლევის წარმატებული ჩატარების აღნიშვნა

2016 ინტერვენციული კომბინირებული პროცედურა

2016 კომბინირებული რიგიდული დრეკადთან ბრონქოსკოპია

2016 მკვლევარები ლისაბონში

2016 რესპირატორთა კონგრესზე ბათუმში

2016 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესზე ბათუმში, არუნას ვალიულისი (Arunas Valiulis), ლიტვის პედიატრიული რესპირაციული საზოგადოების პრეზიდენტი, ვოიცეხ პალკა (Wojciech Palka) ინტერვენციული პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიუ-იორკის ლინოქს ჰილ ჰოსპიტალში, აშშ, ირინა ფელკერი (Ирина Фелкер) ნოვოსიბირსკის ტუბერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ბრონქოლოგი, არნოლდ ლევინი (Арнольд Левин) ნოვოსიბირსკის ტუბერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი, MEDLUNG – ის სარქვლოვანი ბრონქობლოკატორის შემქმნელი, ვახტანგ ქაცარავა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრია თორაკალური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი.

2016 ტფდეც

კოლეგები

2019 ECBIP კონგრესი დუბროვნიკში პოსტერული პრეზენტაცია

2019 ECBIP კონგრესი დუბროვნიკში

2019 ECBIP მე-5 კონგრესი დუბროვნიკში. EABIP ვიცე-პრეზიდენტებთან სემრა  ბილაცეროღლუსა (Semra Bilaceroglu) და (Herve Dutau) ჰერვ დიუტოსთან, ასევე EBUS პრომოუტრ ჰენრიხ ბეკერითან (Heinrich Becker) ერთად.

2019 ECBIP მე-5 კონგრესი დუბროვნიკში. ფლორენციის უივერსიტეტის რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის პროფ. ლორენცო კორბეტასთან (Lorenco Corbetta) ერთად.

2019 ბოხუას პულმონოლოგები

2019 ვოიტეკ პალკასთან და არნოლდ ლევინთან ერთად

2019 მოხსენება ქირურგების კონგრესზე ბათუმში

2019 ქირურგების კონგრესი ბათუმში

2019 პროფესორი დაძმა

2019 რეზიდენტებთან

020 ბოხუას პულმონოლოგიური დეპარტამენტი

2021 ბოხუას მთელ შემადგენლობასთან ერთად ვარძიაში

2021 ელენე შეროზიასთან და რამაზ ყურაშვილთან ერთად

2021 მკვლევარები ბარსელონაში

2021 მოხსენება კარდიოლოგებთან

2022 დონ ტანაკასთან და ფელიქს ჰერცთან

2022 დონ ტანაკასთან ერთად

2023 EU ევროპის უნივერსიტეტში

2023 EU სტუდენტები 2

2023 EU სტუდენტები 3

2023 EU სტუდენტები

 2023 Novatech ტრენინგი საქართველოში

2023 დისერტანტის საბჭოს წევრობა

2023 მოხსენება ქირურგებთან

2023 სტუდენტებთან

2023 ლონგ აილენდი მიკრო კტ ცხოველების ლაბორატორიაში

2023 სანფრანცისკოში ტანაკასთან ერთად

2023 ტრენინგი სანფრანცისკოში ცხოველთა ლაბორატორიაში

2023 ნაყოფიერი შრომა სანფრანცისკოს ცხოველთა ლაბორატორიაში

2023 ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მძიმე შრომის მერე სასიამოვნო დასვენება

2024 ამერიკელ მკვლევარებთან (მიტჩთან) ერთად ჰელსიკორში

2024 ამერიკელ მკვლევარებთან ერთად ჰელსიკორში

2024 ამერიკელ მკვლევარებთან ერთად

2024 ივნისი ფელიქს ჰერცთან

2024 მოხსენება სამედიცინო ტექნოლოგიების სამმიტზე 2

2024 მოხსენება სამედიცინო ტექნოლოგიების სამმიტზე 3

2024 მოხსენება სამედიცინო ტექნოლოგიების სამმიტზე

2024 EBUS ტრენინგი ზაკოპანეში

 2024 ჰერვ დიუტოს გუნდთან ერთად

2024 ჰერვ დიუტოსთან ერთად მარსელში

ვიდეო გალერია

ინტერვიუ რეალ ტვ ზე. ხველის მიზეზები

კავკასია. ინტერვენციული პულმონოლოგიის მნიშვნელობა.

პირველი არხი 2013 წ. ბრონქოსკოპია

2019 რუსთავი 2. ტუბერკულოზი

პირველი არხი 2015 წ. ბრონქოსკოპია

პირველი არხი. ინტერვენციული ბრონქოსკოპია

იმედი FM 2017 წ. ბულოზური ემფიზემა

ავერსის ფეისბუქ ლაივი 2018 წ. ინტერვენციული ბრონქოსკოპიული მეთოდები

პალიტრა ნიუს 2020 წ. კოვიდ – 19

პირველი არხი 2020 წ. კოვიდ – 19

პირველი არხი 2018 წ. ბრონქები და ფილტვები – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ფორმულა ტვ 2020 წ. ანტივირუსული და ანტიპნევმოკოკური აცრები

დილა ფორმულაზე 2021. კოვიდ – 19

პალიტრა ნიუსი 2021. კორონავირუსი.

 

პოსტ ალიონი 2020 წ. კორონავირუსი.

პირველი არხი 2021 წ. ბრონქები და ფილტვები კოვიდის შემდეგ.

პალიტრა ნიუსი 2021 წ. რა უნდა ვიცოდეთ ხველის შესახებ.

ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განაწილებით, ორი წლით, მოვხვდი აბასთუმანში, სადაც მსოფლიოში ყველაზე სუფთა და გამჭვირვალე ჰაერია, რის გამოც იქ არის საყოველთაოდ ცნობილი აბასთუმნის ობსერვატორია და ასევე ცნობილი აბასთუმნის სანატორიუმები, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები იკურნებოდნენ ანტიბიოტიკების აღმოჩენამდეც. ამჟამად იქ აშენდა ფილტვების რეაბილიტაციის ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით და ფიზიოთერაპიული საპროცედუროებით. 1988 წელს დავიწყე მუშაობა თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა ჩემი  მასწავლებელი, პროფესორი ჭაბუკ ფურცხვანიძე . აქ დავინტერესდი ახალი დიაგნოსტიკური მეთოდით, ბრონქოსკოპიით. ბრონქოსკოპიის მნიშვნელობაში დამარწმუნა ერთმა შემთხვევამ. შუახნის ქალბატონს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა შემაწუხებელი, სპაზმური ხველა, პერიოდულად სისხლიანი ნახველით, ტკივილი გულმკერდში, მნიშვნელოვანი წონის კლება. ჩატარებული ჰქონდა ანტიბიოტიკოთერაპიის რამოდენიმე კურსი, უშედეგოდ.  კლინიკო-რენტგენოლოგიურად ეჭვი იყო მიტანილი ფილტვის კიბოზე. სადიაგნოზო ბრონქოსკოპიის დროს აღმოვაჩინე ბრონქის სანათურში ასპირირებული უცხო სხეული, პლასტმასის კბილის პროტეზი, რომელიც იყო ყველა უბედურების მიზეზი.    არასოდეს დამავიწყდება იმ პაციენტის ბედნიერი თვალები, როცა ამოვიღე უცხო სხეული. გადავწყვიტე გამეღრმავებინა ბრონქოსკოპიის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რის გამოც 1990 წ გავეშურე მოსკოვის ცენტრალურ ტუბერკულოზის კვლევით ინსტიტუტში (ЦНИИТ РАМН), სადაც გავიარე კვალიფიკაცია ფიბრობრონქოსკოპიაში პროფესორ ვიქტორ ფილიპოვის ხელმძღვანელობით. მხოლოდ დრეკადი ბრონქოსკოპიის შესწავლას არ დავჯერდი და რიგიდული ბრონქოსკოპიის შესასწავლად 1991 წ მივმართე მოსკოვის რენტგენო-რადიოლოგიურ კვლევით

 ინსტიტუტს (РНЦРР) სადაც რენტგენო-ენდოსკოპიურ განყოფილებაში დავეუფლე რიგიდულ ბრონქოსკოპიას და ტრანსბრონქულ პუნქციურ ბიოფსიას პროფესორ ფრიდრიხ ასტრახანცევის ხელმძღვანელობით. იმ დროისთვის აღნიშნული მეთოდები იყო უახლესი დიაგნოსტიკური მეთოდები პულმონოლოგიაში. 1990 წ-ს მონაწილეობა მივიღე ფილტვის დაავადებათა I საკავშირო კონგრესში კიევში, ხოლო 2011 წ-ს მონაწილეობა მივიღე ევროპის ბონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა (ECBIP) I კონგრესში და მას მერე ვმონაწილეობ EABIP კონგრესებში მოხსენებებით და პოსტერული პრეზენტაციებით. 2019 წ-დან ვარ მსოფლიო ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის (WABIP) წევრი. პირველად საქართველოში დავნერგე და დღემდე წარმატებით ვატარებ ისეთ უახლეს ინტერვენციულ მანიპულაციებს, როგორიცაა სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (სბ), ბრონქების სტენტირება (ბს), ლაზერული რეზექცია (ლრ). სბ თავისი წარმატებული გამოყენების შედეგებით შევიდა ტუბერკულოზის ახალ გაიდლაინში და 2020 წ-ს მოიპოვა ტეპ-ის დაფინანსება. ინტერვენციულ პროცედურებში დაგროვილი გამოცდილება და მასალები დაედო საფუძვლად ჩემს სადოქტორო ნაშრომს და  2020 წელს მომენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2023 წელს დამიკავშირდნენ აშშ-ში მოღვაწე სამედიცინო მოწყობილობების ახალ ტექნოლოგიებზე მომუშავე სპეციალისტები და შემომთავაზეს ინტერვენციული კვლევების ჩატარება საქართველოში. კლინიკა “ჰელსიკორში”,  შევქმენი ინტერვენციული პულმონოლოგიის განყოფილება დაკომპლექტებული მაღალკვალიფიკაციური კადრებით.  შედეგად მსოფლიოში პირველად საქართველოში ტარდება არამედიკამენტოზური ინტერვენციული პროცედურებით მკურნალობის კვლევები პაციენტებში ასთმის, ფქოდ-ის და სასუნთქი გზების სტენოზების დიაგნოზით. კვლევაში ჩართული პაციენტების 2 წლიანი დაკვირვებით შედეგები მოსალოდნელზე მეტად წარმატებულია.

განათლება, კვალიფიკაცია, კონგრესები, სამეცნიერო აქტივობები
28/06/1984 დიპლომი ფოტო
10/06/1985 ინტერნატურა ფოტო
28/04/1988 რიგიდული ბრონქოსკოპიის კურსი, რენტგენო-რადიოლოგიური ინსტიტუტი, მოსკოვი ფოტო
12-17/12/1988 კვალიფიკაცია ბრონქოსკოპიაში, ცენტრალური ტუბერკულოზის ინსტიტუტი, მოსკოვი ფოტო
09-12/10/1990 პირველი ნაციონალური კონგრესი პულმონოლოგიაში, კიევი, უკრაინა ფოტო
21/09/2006 სახელმწიფო სერტიფიკატი N 000671 სპეციალობა ფთიზიატრია ფოტო
13-17/11/2006 გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებათა კომპლექსური სხივური და დიფ დიაგნოსტიკა ფოტო
10-12/07/2010 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის II კონგრესი, ბათუმი, საქართველო ფოტო
29/10/2010 სუბსპეციალობის მოწმობა N 01728-4085 ბრონქოსკოპია ფოტო
10-12/03/2011 ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა I კონგრესი, მარსელი ფოტო
03/01/2012 ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა წევრობის სერტიფიკატი ფოტო
12/05/2012 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის I კონგრესი, თბილისი, ფოტო
27-30/04/2013 ევროპის ინტერვენციულ ბრონქოლოგთა II კონგრესი, იზმირი, თურქეთი ფოტო
06-08/07/2013 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის III კონგრესი, ბათუმი, საქართველო ფოტო
30/11/2013 სემინარი „ქრონიკული რესპირატორული დაავადებები“ ფოტო
03/11/14-05/01/2015 რეზიდენტურის კურსი სპეციალობაში “ფტიზიატრიაპულმონოლოგია” ფოტო
19-21/06/2014 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის IV კონგრესი, ბათუმი, საქართველო ფოტო
2015 სასწავლო კურსი “ტუბერკულოზის განახლებული განმარტებები და რეგისტრაცია-ანგარიშგების სისტემა” ფოტო
23/03/2015 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ტუბერკულოზის თანამედროვე პრობლემები” ფოტო
14/11/2016 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის IV კონგრესი, თბილისი, საქართველო ფოტო
01/10/2016 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის V კონგრესი, ბათუმი, საქართველო ფოტო
01/10/2016 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის V კონგრესი, თბილისი, საქართველო ფოტო
03-07/10/2016 მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამა ფოტო
18/08/2017 XIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“, ჩაქვი, საქართველო ფოტო
07/10/2017 საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის VI კონგრესი, თბილისი, საქართველო ფოტო
28-30/07/2018 საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის VI კონგრესი, ბათუმი, საქართველო ფოტო
08/05/2019 ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა V კონგრესი, ხორვატია, დუბროვნიკი ფოტო
08-11/05/2019 ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა V კონგრესი, ხორვატია, დუბროვნიკი ფოტო
07/07/2019 მსოფლიო ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრობის სერტიფიკატი ფოტო
13/07/2019 თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების კონფერენცია, თბილისი, საქართველო ფოტო
18-20/09/2019 საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია „დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“, ბათუმი, საქართველო ფოტო
11/12/2020 მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი ფოტო
23/10/2021 საერთაშორისო ვებინარი „გამოწვევები რესპირაციული დაავადებების კვლევებში რაც უფრო ადრე, მით უკეთესი“ ფოტო
01/12/2022 ტრენინგი პორტფოლიოს აპლიკაცია სტუდენტებისათვის ფოტო
16/04/2023 ტრენინგი ცხოველთა ლაბორატორიაში, აშშ ფოტო
16/05/2023 მსოფლიოში პირველი პროცედურა ტრაქეობრონქული სტენოზების სამკურნალოდ Airiver-ის წამლით დაფარული ბალონით ფოტო
05-07/10/2023 საერთაშორისო კონფერენცია – უახლესი ინოვაციები ქირურგიაში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, თბილისი, საქართველო ფოტო
2023 ტრენინგი ბალონ დილატაციურ პროცედურებში წამლით დაფარული ბალონით ფოტო
08-10/01/2024 ენდოსონოგრაფია – პერსონალური ტრენინგი ფოტო
06/04/2024 ტრენინგი – სწავლა და შეფასება სამუშაო ადგილზე, WPBA, პორტფოლიო ფოტო
26/07/2024 მსოფლიოში პირველი პროცედურა მძიმე ასთმის სამკურნალოდ Airiver-ის წამლით დაფარული ბალონით ფოტო
02-04/10/2024 ინტერვენციული ბრონქოსკოპიის კურსი ფოტო
06/04/2025 CEFR1 ინგლისური ენის ძირითადი უნარების ტესტის შეფასება ფოტო

 

კლინიკური გამოცდილება
1985-1987 ექიმი აბასთუმანში, სან. არაზინდოში.
1987-1990 ექიმი თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში.
1992-2009 თბილისის ფტიზიო-პულმონოლოგიური ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი.
2009 – დღემდე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკური განყოფილების ექიმი-ბრონქოლოგი.
2010 – დღემდე მედიქლაბ ჯორჯიას პულმონოლოგი-კონსულტანტი.
2011 – დღემდე ავერსის კლინიკის ინტერვენციული პულმონოლოგი.
2019 – დღემდე დ. ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი, პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2020 – 2022 მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი, ინტერვენციული პულმონოლოგი
2022 – 2024 ბოხუას სახ. კარდიო-პულმონოლოგიური ცენტრი, ინტერვენციული პულმონოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
2022 – დღემდე საქართველო-ისრაელის მრავალპროფილური კლინიკა „ჰელსიკორი“, პულმონოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

 

კონგრესები
1990 ოქტომბერი ფილტვების დაავადებათა პირველი ეროვნული კონგრესი, კიევი, უკრაინა.
2007 მაისი 1st International Congress of the Georgian Respiratory Association, Batumi, Georgia.
2010 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2011 მარტი პირველი ევროპული კონგრესი ბრონქოლოგიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში, მარსელი, საფრანგეთი.
2011 სექტემბერი მკვლევართა კონფერენცია, მადრიდი, ესპანეთი.
2012 მაისი საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის პირველი კონგრესი, თბილისი, საქართველო.
2012 ოქტომბერი მკვლევართა კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთი.
2013 მარტი მკვლევართა სემინარი, თბილისი, საქართველო.
2013 აპრილი მეორე ევროპული კონგრესი ბრონქოლოგიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში, იზმირი, თურქეთი.
2013 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მესამე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2013 ნოემბერი სემინარი „ქრონიკული რესპირატორული დაავადებები“, თბილისი, საქართველო.
2014 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მესოთხე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2014 ივლისი მკვლევართა კონფერენცია, სტამბოლი, თურქეთი.
2015 მარტი სამეცნიერო კონფერენცია „ტუბერკულოზის თანამედროვე პრობლენები“, თბილისი, საქართველო.
2015 ნოემბერი საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის მეოთხე კონგრესი, თბილისი, საქართველო.
2016 თებერვალი მეათე მულტიპროფილური სამედიცინო კონფერენცია „კლინიკური მედიცინის საერთაშორისო სტანდარტები“, ბაკურიანი, საქართველო.
2016 თებერვალი მკვლევართა კონფერენცია, ბუდაპეშტი, უნგრეთი.
2016 მარტი მკვლევართა კონფერენცია, ფრანკფურტი, გერმანია
2016 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მეხუთე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2017 აგვისტო XIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“, ჩაქვი, საქართველო
2017 ნოემბერი საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის VI კონგრესი, თბილისი, საქართველო
2018 ოქტომბერი საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის VII კონგრესი, თბილისი, საქართველო
2019 მაისი ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა V კონგრესი, ხორვატია, დუბროვნიკი
2019 ივნისი თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების კონფერენცია, თბილისი, საქართველო
2019 სექტემბერი საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია „დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“, ბათუმი, საქართველო
2020 ოქტომბერი საერთაშორისო ვებინარი „ფილტვის ფიბროზული დაავადებები“
2020 აგვისტო XXI პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“, ჩაქვი, საქართველო
2021 ოქტომბერი საერთაშორისო ვებინარი „გამოწვევები რესპირაციული დაავადებების კვლევებში: რაც უფრო ადრე, მით უკეთესი“
2023 ოქტომბერი საერთაშორისო კონფერენცია – უახლესი ინოვაციები ქირურგიაში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, თბილისი, საქართველო
2024 სექტემბერი საქართველოს სამედიცინო ტექნოლოგიების სამიტი, თბილისი, საქართველო
2025 სექტემბერი ევროპის რესპირატორთა კონგრესი

 

წევრობა
საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის წევრი.
საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი.
ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი.
მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი.

 

კლინიკური კვლევები
2010-2013 მე-3 ფაზის ფქოდ-ის კვლევა, თანამკვლევარი
2012 – 2015 მე-3 ფაზის ფქოდ-ის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2014 – 2015 მე-3 ფაზის პნევმონიის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2014 – 2016 მე-3 ფაზის ბრონქოექტაზიის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2016 – 2018 მე-3 ფაზის ადენოკარცინომის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2016 – 2018 მე-3 ფაზის პნევმონიის კლინიკური კვლევა, მთავარი მკვლევარი.
2017-2018 მე-3 ფაზის პნევმონიის კვლევა, მთავარი მკვლევარი
2019-2021 მე-3 ფაზის ადენოკარცინომის კლინიკური კვლევა, მთავარი მკვლევარი
2022-2023 მე-2ბ ფაზის ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის (IPF) კვლევა, მთავარი მკვლევარი
2023-2024 პირველი ფაზის A კლინიკური კვლევა, ფქოდ-ის ინტერვენციული მკურნალობა, მთავარი მკვლევარი
2024-2025 პირველი ფაზის A კლინიკური კვლევა, ემფიზემის ინტერვენციული მკურნალობა, მთავარი მკვლევარი
2024-2025 პირველი ფაზის A კლინიკური კვლევა, სტენოზების ინტერვენციული მკურნალობა, მთავარი მკვლევარი
2025-დღემდე პირველი ფაზის A კლინიკური კვლევა, ასთმის ინტერვენციული მკურნალობა, მთავარი მკვლევარი

 

პუბლიკაციები
1990 ფილტვების დაავადებათა პირველი ეროვნული კონგრესი, კიევი, უკრაინა. 1. სხვადასხვა ტიპის ლაზერების გამოყენება ფილტვების არასპეციფიური და სპეციფიური დაავადებების დროს.
2010 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 6, დამატება N1, თბილისი, საქართველო. 2. ციტოსპინით მომზადებული ბრონქო-ალვეოლარული ლავაჟის როლი ფილტვების დიფუზური პარენქიმული დაავადებების დროს.
3. ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდები.
PDF
2011 იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო ჟურნალი, ტომი 13, N1, პარიზი, საფრანგეთი. 4. ტუბერკულოზი: კლინიკური შემთხვევა.
2011 ევროპის მიკრობიოლოგთა საზოგადოების 32 წლიური კონგრესი, ლუბეკი, გერმანია. 5. ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ბრონქო-ალვეოლარულ ლავაჟში Genotype®MTBDRplus ტესტის შეფასება ტუბერკულოზის მიკობაქტერიის კომპლექსის აღმოსაჩენად.
2011 საქართველოს სამედიცინო სიახლენი, ISSN 1512-0112, თბილისი-ნიუ იორკი. 6. მარცხენა მთავარი ბრონქის სტენტირება პოსტტუბერკულოზური ნაწიბუროვანი ცვლილებების გამო.
2011 XLV საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, თბილისი, საქართველო. ციტოსპინით მომზადებული ბრონქო-ალვეოლარული ლავაჟის ციტოლოგიის ეფექტურობა ფილტვების დიფუზური პარენქიმული დაავადებების დროს.
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 8, N1, თბილისი, საქართველო. 8. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის გაფართოება საქართველოში.
9. ფილტვების ტუბზ-ზე ეჭვმიტანილი პაციენტების ბრონქო-ალვეოლარულ ლავაჟურ (ბალ)
სითხეში ტუბერკულოზის მიკობაქტერიის კომპლექსის დეტექცია Genotype®MTBDRplus მეთოდის გამოყენებით.
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 8, N2, თბილისი, საქართველო. 10. The use of advanced bronchoscopic methods in Georgia;
11. პოტის დაავადება.
12. თვალის ტუბერკულოზი.
2013 Solunum. თურქეთის რესპირატორული საზოგადოების ჟურნალი, ტომ. 15, დამატება 1, ISSN-1302, EISSN 2147-3676, სტამბოლი, თურქეთი. 13. MTB -ს დეტექცია ფილტვების ტუბზით დაავადებული პაციენტების ბალ-ში
Genotype®MTBDRplus ტესტით.
2015 ტუბერკულოზის თანამედროვე პრობლემები. კონფერენციის მასალები. 14. ინტერვენციული ბრონქოსკოპიის როლი ფილტვების ტუბერკულოზის მართვაში.
2016 X მულტიპროფილური სამედიცინო კონფერენცია, კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები, ბაკურიანი, საქართველო. 16. ბრონქოსკოპია – გუშინ, დღეს, ხვალ.
2016 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, თბილისი, საქართველო. 17. ბრონქოსკოპიის როლი ფილტვების დაავადებათა მართვაში.
2016 ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. ISSN 1562-3692 No. 1. 18. ბრონქოსკოპია-გუშინ, დღეს, ხვალ. 
2017 XIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია, კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები, ჩაქვი. 19. საქართველოში დანერგილი ინტერვენციული ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდები.
2019 5th ECBIP, Book of Abstracts. 20. When all possibilities are exhausted, it’s time for Interventional Bronchoscopy. 
2019 5th ECBIP, Book of Abstracts. 21. Development of Interventional Bronchoscopy in Georgia. 
2019 თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების კონფერენცია. 22. ტრაქეო-ბრონქული ხის მაოკლუზირებელი სტენოზის მკურნალობა ინტერვენციული ბრონქოსკოპიისა და სტენტის იმპლანტაციის-მულტიდისციპლინური მიდგომა. 
2020 Georgian Med News. Tbilisi-New York. 2020 Jun #6(303): pp. 32-36. 23. The Efficacy of Endobronchial Valve Therapy in the Complex Treatment of Broncho-Pleural Fistulas. 
2022 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი. ISSN 1512-2778 Vol 18. No. 3. 24. ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა სოციალურ ფსიქოლოგიური თავისებურებანი. 
2023 GBMN, Georgian Biomedical News ISSN (Print): 2720-7994 VOLUME 1. ISSUE 2. 25. Novel Bronchoscopic Management of Bleeding from The Respiratory Tract. 
2023 ჟურნალი ავერსი. 26. ინტერვენციული ბრონქოსკოპია – წარსულიდან მომავალში. 
2024 Cureus. DOI: 10.7759/cureus.54635 27. Bronchoscopic Laser Resection as a Monotherapy, for Bronchial Carcinoid. 
2024 Oxford Medical. https://doi.org/10.1093/omcr/omae022 28. Closure of TB pulmonary cavern using endobronchial valve placement. 

 

პრეზენტაციები
1. MTB-ს აღმოჩენა ბალ-ში TB დაავადებულ პაციენტებში GenoType MTBDRplus მეთოდის გამოყენებითo. PDF
2. ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენების შემთხვევები საქართველოში. PDF

 

ჩემი მისიაა ფილტვის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის პროფესიონალური დახმარების გაწევა.

რატომ გირჩევდით ჩემთან მოსვლას

N

გამოცდილება

25 წლიანი გამოცდილება ბრონქოსკოპიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში და 10 წლიანი გამოცდილება კლინიკურ კვლევებში. ერთადერთი სპეციალისტი ბრონქების სტენტირების, ენდობრონქიალური ლაზერული რეზექციის, სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის.
N

Professional & Friendly Staff

I realise that doctor visits can be stressful that’s why I pay close attention to maintaining highest level of professionalism amongst my staff members and friendly, stress-free approach.
N

საუკეთესო კონტაქტები

ახლო კონტაქტები წამყვან სპეციალისტებთან მთელ მსოფლიოში.
კონსულტაცია უმაღლესი კლასის პროფესიონალებთან და საჭიროების შემთხვევაში პაციენტების გაგზავნა საუკეთესო კლინიკებში.
N

Same Day Appointments

You can get in touch with me and get a same day appointment. Same day appointments are possible in case of emergencies or if the schedule is free.
N

არანაირი კონკურენცია

თანამედროვე ბრონქოსკოპიული მეთოდების, როგორიცაა ბრონქების სტენტირება, ლაზერული რეზექცია, სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, დამნერგავი და გამოცდილების მქონე ერთადერთი სპეციალისტი საქართველოში.
N

მოხერხებულობა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში არის ფილტვების დაავადებების მქონე როგორც ამბულატორიული ასევე სტაციონარული პაციენტების ყველაზე დიდი მომართვიანობა, რის გამოც ცენტრში არის ყველაზე კარგი ინფრასტრუქტურა, მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და ყველაზე გამოცდილი კადრები.

ჩემი მიზანია ჯანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

david.tchkonia@gmail.com

თბილისი, საქართველო