მოკლედ ჩემს შესახებ

ევროპის და მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ენდოსკოპისტთა და რესპირაციული ასოციაციის წევრი. პირველად საქართველოში დავნერგე და დღემდე წარმატებით ვატარებ ბრონქების სტენტირებას, ენდობრონქიალურ ლაზერული რეზექციას, სარქვლოვან ბრონქობლოკაციას.

ფოტო გალერია

ვიდეო გალერია

ჩემი მოკლე ბიოგრაფია

     დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განაწილებით, ორი წლით, მოვხვდი აბასთუმანში, სადაც მსოფლიოში ყველაზე სუფთა და გამჭვირვალე ჰაერია, რის გამოც იქ არის საყოველთაოდ ცნობილი აბასთუმნის ობსერვატორია და ასევე ცნობილი აბასთუმნის სანატორიუმები, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები იკურნებოდნენ ანტიბიოტიკების აღმოჩენამდეც. ამჟამად იქ აშენდა ფილტვების რეაბილიტაციის ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით და ფიზიოთერაპიული საპროცედუროებით. 1988 წელს დავიწყე მუშაობა თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა ჩემი  მასწავლებელი, პროფესორი ჭაბუკ ფურცხვანიძე . აქ დავინტერესდი ახალი დიაგნოსტიკური მეთოდით, ბრონქოსკოპიით. ბრონქოსკოპიის მნიშვნელობაში დამარწმუნა ერთმა შემთხვევამ. შუახნის ქალბატონს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა შემაწუხებელი, სპაზმური ხველა, პერიოდულად სისხლიანი ნახველით, ტკივილი გულმკერდში, მნიშვნელოვანი წონის კლება. ჩატარებული ჰქონდა ანტიბიოტიკოთერაპიის რამოდენიმე კურსი, უშედეგოდ.  კლინიკო-რენტგენოლოგიურად ეჭვი იყო მიტანილი ფილტვის კიბოზე. სადიაგნოზო ბრონქოსკოპიის დროს აღმოვაჩინე ბრონქის სანათურში ასპირირებული უცხო სხეული, პლასტმასის კბილის პროტეზი, რომელიც იყო ყველა უბედურების მიზეზი.    არასოდეს დამავიწყდება იმ პაციენტის ბედნიერი თვალები, როცა ამოვიღე უცხო სხეული.

გადავწყვიტე გამეღრმავებინა ბრონქოსკოპიის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რის გამოც 1990 წ გავეშურე მოსკოვის ცენტრალურ ტუბერკულოზის კვლევით ინსტიტუტში (ЦНИИТ РАМН), სადაც გავიარე კვალიფიკაცია ფიბრობრონქოსკოპიაში პროფესორ ვიქტორ ფილიპოვის ხელმძღვანელობით. მხოლოდ დრეკადი ბრონქოსკოპიის შესწავლას არ დავჯერდი და რიგიდული ბრონქოსკოპიის შესასწავლად 1991 წ მივმართე მოსკოვის რენტგენო-რადიოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს (РНЦРР) სადაც რენტგენო-ენდოსკოპიურ განყოფილებაში დავეუფლე რიგიდულ ბრონქოსკოპიას და ტრანსბრონქულ პუნქციურ ბიოფსიას პროფესორ ფრიდრიხ ასტრახანცევის ხელმძღვანელობით. იმ დროისთვის აღნიშნული მეთოდები იყო უახლესი დიაგნოსტიკური მეთოდები პულმონოლოგიაში. 1990 წ-ს მონაწილეობა მივიღე ფილტვის დაავადებათა I საკავშირო კონგრესში კიევში, ხოლო 2011 წ-ს მონაწილეობა მივიღე ევროპის ბონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა (ECBIP) I კონგრესში და მას მერე ვმონაწილეობ EABIP კონგრესებში მოხსენებებით და პოსტერული პრეზენტაციებით. 2019 წ-დან ვარ მსოფლიო ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის (WABIP) წევრი. პირველად საქართველოში დავნერგე და დღემდე წარმატებით ვატარებ ისეთ უახლეს ინტერვენციულ მანიპულაციებს, როგორიცაა სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (სბ), ბრონქების სტენტირება (ბს), ლაზერული რეზექცია (ლრ). სბ თავისი წარმატებული გამოყენების შედეგებით შევიდა ტუბერკულოზის ახალ გაიდლაინში და 2020 წ-ს მოიპოვა ტეპ-ის დაფინანსება.   

განათლება და გამოცდილება
1978-1984 სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.
1984-1985 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა, თერაპიული განყოფილება.
1985-1987 ექიმი აბასთუმანში, სან. არაზინდოში.
1987-1990 ექიმი თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში.
1990-1991 მოსკოვის ცენტრალურ ტუბერკულოზის კვლევით ინსტიტუტი (ЦНИИТ РАМН). კვალიფიკაცია ენდოსკოპიასა და ბრონქოლოგიაში.
1991-1992 მოსკოვის რენტგენო-რადიოლოგიურ კვლევით ინსტიტუტი (РНЦРР). კვალიფიკაცია რიგიდულ ბრონქოსკოპიაში და ტრანსთორაკალურ პუნქციურ ბიოფსიაში.
1992-2009 თბილისის ფტიზიო-პულმონოლოგიური ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი.
2009 – დღემდე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკური განყოფილების ექიმი-ბრონქოლოგი.
2010 – დღემდე მედიქლაბ ჯორჯიას პულმონოლოგი-კონსულტანტი.
2011 – დღემდე ავერსის კლინიკის ინტერვენციული პულმონოლოგი.

 

კონგრესები
1990 ოქტომბერი ფილტვების დაავადებათა პირველი ეროვნული კონგრესი, კიევი, უკრაინა.
2007 მაისი 1st International Congress of the Georgian Respiratory Association, Batumi, Georgia.
2010 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2011 მარტი პირველი ევროპული კონგრესი ბრონქოლოგიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში, მარსელი, საფრანგეთი.
2011 სექტემბერი მკვლევართა კონფერენცია, მადრიდი, ესპანეთი.
2012 მაისი საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის პირველი კონგრესი, თბილისი, საქართველო.
2012 ოქტომბერი მკვლევართა კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთი.
2013 მარტი მკვლევართა სემინარი, თბილისი, საქართველო.
2013 აპრილი მეორე ევროპული კონგრესი ბრონქოლოგიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში, იზმირი, თურქეთი.
2013 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მესამე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2013 ნოემბერი სემინარი „ქრონიკული რესპირატორული დაავადებები“, თბილისი, საქართველო.
2014 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მესოთხე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.
2014 ივლისი მკვლევართა კონფერენცია, სტამბოლი, თურქეთი.
2015 მარტი სამეცნიერო კონფერენცია „ტუბერკულოზის თანამედროვე პრობლენები“, თბილისი, საქართველო.
2015 ნოემბერი საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის მეოთხე კონგრესი, თბილისი, საქართველო.
2016 თებერვალი მეათე მულტიპროფილური სამედიცინო კონფერენცია „კლინიკური მედიცინის საერთაშორისო სტანდარტები“, ბაკურიანი, საქართველო.
2016 თებერვალი მკვლევართა კონფერენცია, ბუდაპეშტი, უნგრეთი.
2016 მარტი მკვლევართა კონფერენცია, ფრანკფურტი, გერმანია
2016 ივნისი საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის მეხუთე საერთაშორისო კონგრესი, ბათუმი, საქართველო.

 

წევრობა
საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის წევრი.
ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი.
საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი.

 

კლინიკური კვლევები
2010 – 2013 მე-3 ფაზის ფქოდ-ის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2012 – 2015 მე-3 ფაზის ფქოდ-ის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2014 – 2015 მე-3 ფაზის პნევმონიის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2014 – 2016 მე-3 ფაზის ბრონქოექტაზიის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2016 – დღემდე მე-3 ფაზის ადენოკარცინომის კლინიკური კვლევა, თანამკვლევარი.
2016 – დღემდე მე-3 ფაზის პნევმონიის კლინიკური კვლევა, მთავარი მკვლევარი.

 

პუბლიკაციები
1990 ფილტვების დაავადებათა პირველი ეროვნული კონგრესი, კიევი, უკრაინა. 1. სხვადასხვა ტიპის ლაზერების გამოყენება ფილტვების არასპეციფიური და სპეციფიური დაავადებების დროს.
2010 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 6, დამატება N1, თბილისი, საქართველო. 2. ციტოსპინით მომზადებული ბრონქო-ალვეოლარული ლავაჟის როლი ფილტვების დიფუზური პარენქიმული დაავადებების დროს.
3. ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდები.
PDF
2011 იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო ჟურნალი, ტომი 13, N1, პარიზი, საფრანგეთი. 4. ტუბერკულოზი: კლინიკური შემთხვევა.
2011 ევროპის მიკრობიოლოგთა საზოგადოების 32 წლიური კონგრესი, ლუბეკი, გერმანია. 5. ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ბრონქო-ალვეოლარულ ლავაჟში Genotype®MTBDRplus ტესტის შეფასება ტუბერკულოზის მიკობაქტერიის კომპლექსის აღმოსაჩენად.
2011 საქართველოს სამედიცინო სიახლენი, ISSN 1512-0112, თბილისი-ნიუ იორკი. 6. მარცხენა მთავარი ბრონქის სტენტირება პოსტტუბერკულოზური ნაწიბუროვანი ცვლილებების გამო.
2011 XLV საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, თბილისი, საქართველო. ციტოსპინით მომზადებული ბრონქო-ალვეოლარული ლავაჟის ციტოლოგიის ეფექტურობა ფილტვების დიფუზური პარენქიმული დაავადებების დროს.
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 8, N1, თბილისი, საქართველო. 8. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის გაფართოება საქართველოში.
9. ფილტვების ტუბზ-ზე ეჭვმიტანილი პაციენტების ბრონქო-ალვეოლარულ ლავაჟურ (ბალ)
სითხეში ტუბერკულოზის მიკობაქტერიის კომპლექსის დეტექცია Genotype®MTBDRplus მეთოდის გამოყენებით.
2012 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, ტომი 8, N2, თბილისი, საქართველო. 10. The use of advanced bronchoscopic methods in Georgia;
11. პოტის დაავადება.
12. თვალის ტუბერკულოზი.
2013 Solunum. თურქეთის რესპირატორული საზოგადოების ჟურნალი, ტომ. 15, დამატება 1, ISSN-1302, EISSN 2147-3676, სტამბოლი, თურქეთი. 13. MTB -ს დეტექცია ფილტვების ტუბზით დაავადებული პაციენტების ბალ-ში
Genotype®MTBDRplus ტესტით.
2015 ტუბერკულოზის თანამედროვე პრობლემები. კონფერენციის მასალები. 14. ინტერვენციული ბრონქოსკოპიის როლი ფილტვების ტუბერკულოზის მართვაში.
2016 X მულტიპროფილური სამედიცინო კონფერენცია, კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები, ბაკურიანი, საქართველო. 16. ბრონქოსკოპია – გუშინ, დღეს, ხვალ.
2016 საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, თბილისი, საქართველო. 17. ბრონქოსკოპიის როლი ფილტვების დაავადებათა მართვაში.

 

სერტიფიკატები
26-09-2006 ფტიზიატრია PDF
13-17/11/2006 Radiology PDF
12/01/2009 IST PDF
29/10/2010 ბრონქოლოგია PDF
10/12/2010 GCP PDF
10-12/06/2010 GRA PDF
10-12/03/2011 EABIP წევრობის სერტიფიკატი PDF
09/09/2011 EDC training PDF
09/09/2011 EDC elearning PDF
11/09/2011 ISIS PDF
12/05/2012 GEA PDF
13/01/2013 GCP PDF
09/03/2013 GCO PDF
27-30/04/2013 2nd ECBIP (1) PDF
27-30/04/2013 2nd ECBIP (2) PDF
06-08/06/2013 GRA PDF
12/11/2013 GCP PDF
30/11/2013 Biopuncture PDF
19-21/06/2014 GRA PDF
11-12/07/2014 IM Istambul PDF
24/09/2014 GSK DP PDF
03/11/2014-01/01/2015 რეზიდენტურა PDF
01/12/2014 ICH PDF
23/03/2015 TB PDF
09/07/2015 პულმონოლოგია PDF
14/11/2015 GAE PDF
2015 TB PDF
19/01/2016 GCP PDF
10/02/2016 EDC PDF
10/02/2016 Rave Reporter PDF
25/02/2016 IM Budapest PDF
29/02/2016 Rave EDC PDF
23-25/06/2016 GRA 1 PDF
23-25/06/2016 GRA 2 PDF
29-30/09/2016 IM LIsbon PDF
01/10/2016 GAE PDF
03-07/10/2016 პედაგოგის სერტიფიკატი PDF
06/12/2016 EDC for CRC PDF
07/12/2016 EDC for SU PDF
08/12/2016 EDC ALL PDF

 

პრეზენტაციები
1. MTB-ს აღმოჩენა ბალ-ში TB დაავადებულ პაციენტებში GenoType MTBDRplus მეთოდის გამოყენებითo. PDF
2. ბრონქოსკოპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენების შემთხვევები საქართველოში. PDF

 

ჩემი მისიაა ფილტვის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის პროფესიონალური დახმარების გაწევა.

რატომ გირჩევდით ჩემთან მოსვლას

N

გამოცდილება

25 წლიანი გამოცდილება ბრონქოსკოპიაში და ინტერვენციულ პულმონოლოგიაში და 10 წლიანი გამოცდილება კლინიკურ კვლევებში. ერთადერთი სპეციალისტი ბრონქების სტენტირების, ენდობრონქიალური ლაზერული რეზექციის, სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის.
N

Professional & Friendly Staff

I realise that doctor visits can be stressful that’s why I pay close attention to maintaining highest level of professionalism amongst my staff members and friendly, stress-free approach.
N

საუკეთესო კონტაქტები

ახლო კონტაქტები წამყვან სპეციალისტებთან მთელ მსოფლიოში.
კონსულტაცია უმაღლესი კლასის პროფესიონალებთან და საჭიროების შემთხვევაში პაციენტების გაგზავნა საუკეთესო კლინიკებში.
N

Same Day Appointments

You can get in touch with me and get a same day appointment. Same day appointments are possible in case of emergencies or if the schedule is free.
N

არანაირი კონკურენცია

თანამედროვე ბრონქოსკოპიული მეთოდების, როგორიცაა ბრონქების სტენტირება, ლაზერული რეზექცია, სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, დამნერგავი და გამოცდილების მქონე ერთადერთი სპეციალისტი საქართველოში.
N

მოხერხებულობა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში არის ფილტვების დაავადებების მქონე როგორც ამბულატორიული ასევე სტაციონარული პაციენტების ყველაზე დიდი მომართვიანობა, რის გამოც ცენტრში არის ყველაზე კარგი ინფრასტრუქტურა, მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და ყველაზე გამოცდილი კადრები.

ჩემი მიზანია ჟანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

david.tchkonia@gmail.com

თბილისი, საქართველო