სტენტირება; პოსტტუბერკულოზური ნაწიბუროვანი სტენოზი

პაციენტი 24 წლის ქალბატონი. ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დასრულებიდან რამოდენიმე თვეში გაუჩნდა ჩივილები: სპაზმური ხველა, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა. გულმკერდის კტ კვლევით ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის ობტურაცია კარინის დონიდან სანატურის დიამეტრით 2მმ. ბრონქოსკოპიულად ინახა მარცხენა მთავარი ბრონქის ობტურაცია ქინძისთავის ზომის სანათურამდე და ფიბროზული ცვლილებები. ზოგადი გაუტკივარების პირობებში ჩაიდგა ბალონ-განშლადი, დაუფარავი სტენტი, რომელიც გაიშალა ინდეფლატორით 9 ატმოსფერომდე წნევით. სტენტირებისთანავე გაკეთებული ბრონქოგრაფიით ინახა გაშლილი მარცხენა მთავარი ბრონქი.

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, სისხლდენა ფილტვების ტუბერკულოზური კავერნებიდან

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია, სისხლდენა ფილტვების ტუბერკულოზური კავერნებიდანპაციენტი 57 წლის მამაკაცი. 2013 წ-ს ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. რამოდენიმე თვის წინ დაეწყო სისხლიანი ხველა, პერიოდულად სისხლდენის ეპიზოდებით....

ტრაქეობრონქიალური სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი

ტრაქეობრონქიალური სტენტირება, მარცხენა მთავარი ბრონქის ნაწიბუროვანი სტენოზი პაციენტი 49 წლის მამაკაცი. 2007 წ-ს ჩაუტარდა ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ფილტვების ტუბერკულოზის გამო. 2015 წ-ს ჰქონდა რელაფსი. წლების განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, მზარდი სუნთქვის...

პიოთორაქსი ფისტულით

პიოთორაქსი ფისტულით პაციენტი 54 წლის ქალი. 1989 წ-ს გაკეთებული აქვს მარცხენა ქვედა წილის რეზექცია ბრონქოექტაზიული დაავადების გამო. წლების განმავლობაში აქვს გამწვავებები, რაც გამოიხატება მაღალი ცხელებით, ხველით, დიდი რაოდენობით სისხლნარევი, ჩირქოვანი ნახველის...

მარჯვენა მთავარი ბრონქის სტენტირება; სიმსივნური ობტურაცია

მარჯვენა მთავარი ბრონქის სტენტირება; სიმსივნური ობტურაცია პაციენტი 65 წლის მამაკაცი. 2016 წლის ნოემბერში მოთავსდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გამოსაკვლევად მარჯვენა ფილტვის ტუბერკულოზზე ეჭვის გამო. ძირითადი ჩივილები იყო სისხლიანი ხველა...

უცხო სხეულის ამოღება

უცხო სხეულის ამოღება 31 წლის პატიმარმა თვითდაზიანების მიზნით გადაყლაპა რამოდენიმე ნივთი, მათ შორის ერთი რკინის ნივთი გადასცდა, რის გამოც გაუძნელდა სუნთქვა, გაუჩნდა სტრიდორი, ძლიერი ტკივილი მარჯვენა გვერდში მოძრაობის დროს. საციცოცხლო ჩვენებით, ზოგადი გაუტკივარების...

ლაზერული რეზექცია; მეზენქიმური წარმოშობის თითისტარაუჯრედული სიმსივნე

ლაზერული რეზექცია; მეზენქიმური წარმოშობის თითისტარაუჯრედული სიმსივნე პაციენტი 56 წლის მამაკაცი. მომართვამდე 2 თვის განმავლობაში პაციენტს ჰქონდა ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა, დაეწყო მაღალი ცხელება. გულმკერდის კტ კვლევით და ბრონქოსკოპიულად ინახა მარცხენა მთავარი...

ბრონქოპლევრალური ხვრელმილი

ბრონქოპლევრალური ხვრელმილი პაციენტი 37 წლის ქალი. 1997 წ-ს გაკეთებული აქვს მარჯვენა ზედა წილის რეზექცია ფილტვის ტუბერკულოზის გამო. წლების განმავლობაში აქვს გამწვავებები, რაც გამოიხატება მაღალი ცხელებით, ხველით, დიდი რაოდენობით სისხლნარევი, მძაფრი სუნის მქონე ნახველის...

ტრაქეის სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომა

ტრაქეის სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომა პაციენტი, 41 წლის მამაკაცი, 2015 წლის ოქტომბერში დაესვა მარჯვენა ფილტვის ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომის დიაგნოზი. მიუხედავად ქიმიოთერაპიისა და რადიაციული თერაპიისა, პაციენტის...

ლაზერული რეზექცია & სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გურქოვანებელი კარცინომა

ლაზერული რეზექცია & სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გურქოვანებელი კარცინომა პაციენტი 52წლის მამაკაცი ერთი თვის ანამნეზით. გულმკერდის კტ კვლევით აღმოჩნდა 3,9-3,6სმ ზომის სუბკარინული ქსოვილოვანი კონგლომერატი, რომელიც იჭრება მარცხენა მთავარ ბრონქში და მთლიანად ახშობს...

სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომა

სტენტირება; ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კარცინომა პაციენტი 56 წლის მამაკაცი. მოგვმართა ონკოლოგის რეკომენდაციით ბიოფსიის გასაკეთებლად. გულმკერდის ორგანოების კტ კვლევით ინახა მარცხნივ ფილტვის კარში 35-52მმ ზომის მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ახშობს ნაწილობრივ ზედა...

ჩემი მიზანია ჟანმრთელი ფილტვები

(+995) 577 78 55 75

davit.tchkonia@gmail.com

Tbilisi, Georgia