რიგიდული ბრონქოსკოპია (RB)

პროცედურის შესახებ

რიგიდული ბრონქოსკოპია (RB) წინ უსწრებდა ფიბრობრონქოსკოპიას. ის პირველად დანერგილი იყო გუსტავ კილიანის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს და ფუნქციონირებდა მანამ, სანამ შიგეტო იკედამ 1966 წელს დანერგა დრეკადი ბრონქოსკოპი. უახლესი თანამედროვე ბრონქოსკოპიული მეთოდების განვითარებამ აღადგინა რიგიდული ბრონქსკოპიის აქტუალობა.  თანამედროვე რიგიდულ ბრონქოსკოპს გააჩნია პროცესორი, ვიდეოსისტემა, ოპტიკური ბიოფსიური მაშები, რეგულირებადი ვიდეოკამერა, რომლითაც ხდება პროცედურის ვიზუალიზაცია და ჩაწერა. მთელი გუნდი ადევნებს თვალყურს სამანიპულაციო არეს. რიგიდული ბრონქოსკოპია კეთდება ზოგადი ნარკოზით საოპერაციოში. რიგიდული ბრონქოსკოპიით კეთდება უახლესი სამკურნალო მანიპულაციები, როგორც აირგამტარი გზების სტენტირება, ლაზერული რეზექცია, სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია და სხვ.
popup template EN png medium