სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (VB)

პროცედურის შესახებ

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია (VB) არის ახალი პერსპექტიული მიდგომა როგორც ფილტვების მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს, მათ შორის ემფიზემის და ფილტვებიდან ჰაერის გაჟონვის სამკურნალო საშუალება. სარქვლოვანი ბრონქობლოკატორი არის მოწყობილობა, რომელიც თავსდება ფილტვის დაზიანებულ წილთან დამაკავშირებელი ბრონქის სანათურში და ზღუდავს მასში ჰაერის მიწოდებას, ხოლო ინარჩუნებს ბრონქის დრენაჟულ ფუნქციას. პოსტოპერაციული ბრონქოპლევრალური ხვრელმილების შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია წარმატებული გამოსავალი (94%). ემფიზემის დროს სარქველი განაპირობებს ჰაერით გადავსებული ფილტვის წილებიდან ჰაერის დაცლას და შესაბამისად სუნთქვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
popup template EN png medium