სანაციური ბრონქოსკოპია (SB)

პროცედურის შესახებ

სანაციური ბრონქოსკოპია (SB) გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს, როგორიცაა ჩირქოვანი ენდობრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ფქოდ-ი. ასევე გამოყენება პაციენტის მქანიკურ ვენტილაციაზე ხანგრძლივი ყოფნის დროს. ფილტვის დაზიანებული უბნები კარგავს ელასტიურობას, ძნელდება ამ უბნებში დაგროვილი ნახველის გამოყოფა. ნახველი გროვდება, სქელდება, ხდება წებოვანი. მისგან ყალიბდება ქრონიკული ანთებით კერა, რომელიც პერიოდულად მწვავდება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით. ასეთ დროს  ნახველის მექანიკური მოცილება სანაციური ბრონქოსკოპიით  ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. სანაციური ბრონქოსკოპიის დროს პირველ რიგში ხდება ტრაქეასა და ბრონქებში დაგროვილი სეკრეტის ამოქაჩვა. შემდეგ ხდება ბრონქებში ჯერ ფიზიოლოგიური, შემდეგ კი ანტისეპტიკური ხსნარების შყვანა მათი იმავდროული ამოქაჩვით, რაც წარმოადგენს ბრონქების გამორეცხვას, იგივე სანაციას. სანაციის ბოლოს ადგილობრივად შეგვყავს მუკოლიზური (ნახველის გამათხიერებელი) საშუალებები და/ან ანტიბიოტიკები. სანაციური ბრონქოსკოპიის შემდეგ პაციენტები თავს გრძნობენ გაცილებით უკეთესად, ნახველის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.
popup template EN png medium