ინჰალაციური თერაპია

პროცედურის შესახებ

ინჰალაციური თერაპია ეს არის რესპირატორული ანუ სუნთქვითი მკურნალობის კრებული, რომლის მიზანია აღადგინოს ან გააუმჯობესოს პაციენტების სუნთქვითი ფუნქცია სხვადასხვა დაავადებების და პათოლოგიური მდგომარეობების დროს. მკურნალობის დიაპაზონია ბინის პირობებში ჟანგბადის მიღებიდან (ოქსიგენოთერაპია ფქოდ-ის დროს) მექანიკურ ვენტილაციამდე (სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს). ინჰალაციური თერაპია მოიცავს: ოქსიგენოთერაპიას, მასტიმულირებელ სპირომეტრიას, სასუნთქი გზების უწყვეტი აერაციას (CPAP), მექანიკურ ვენტილაციას. ნებულაიზეროთერაპია არის ეფექტური  საშუალება მედიკამენტების უშუალოდ ფილტვებში მისაწოდებლად პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ ასთმა, პნევმონია, ცისტური ფიბროზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი), ბრონქოექტაზიური დაავადება.
popup template EN png medium