ურტრასონოგრაფია (USG)

პროცედურის შესახებ

ურტრასონოგრაფია (USG) იგივე ექოსკოპია ყველაზე ინფორმატიული გამოკვლევის მეთოდია პლევრალური გამონაჟონის დროს. პლევრის ღრუს ექოსკოპია სხვა გამოკვლევებთან ერთად განსაზღვრავს შემდგომ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცედურებს. გამონაჟონი პლევრის ღრუში, პლევრის გასქელება, პლევრის სიმსივნეები, სიმსივნის ჩაზრდა პლევრაში და გულმკერდის კედელში, პლევრიტი და პნევმოთორაქსი ადვილად და ზუსტად გამოვლინდება პლევრის ღრუს ექოსკოპიით. რეალურ დროში ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ პლევრის ღრუში  ჩატერებული ინვაზიური პროცედურების წარმატებული მაჩვენებლები მკვეთრად იზრდება, ხოლო რისკები მცირდება. დაბალხარჯიანი, მობილური (პროცედურის  საწოლში ჩატარების საშუალება), რადიაციული დასხივების არქონა ხდის ექოსკოპიას შეუცვლელ მეთოდად თანამედროვე პულმონოლოგიაში.
popup template EN png medium