პლეტიზმოგრაფია

პროცედურის შესახებ

სხეულის პლეტიზმოგრაფია – არის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ბოილ-მარიოტის კანონს: იდეალური გაზის მოცემული მასის პროდუქცია მის წნევაზე მუდმივად, მუდმივი ტემპერატურის პირობებში. გამოსაკვლევი იმყოფება ჰერმეტულ კამერაში. ნორმალური ამოსუნთქვის ბოლოს სპეციალური ჩამკეტის საშუალებით გადაკეტავენ მუნდშტუკს, რომლითაც სუნთქავს პაციენტი და მას სთხოვენ გააკეთოს რამოდენიმე სუნთქვითი მოძრაობა. ამ დროს აფიქსირებენ წნევის ცვლილებას პირის ღრუში და კამერაში. ბოილ-მარიოტის კანონის გამოყენებით ანგარიშობენ ფილტვების ფუნქციონალურ ნარჩენ მოცულობას, შემდეგ ნარჩენ და მთლიან მოცულობას. პლეტიზმოგრაფიის მეთოდით ზომავენ ფილტვების მთლიან მოცულობას მათ შორის არავენტილირებულ ზონებშიც.
popup template EN png medium