ნახველის ანალიზი

პროცედურის შესახებ

ნახველის ანალიზი ეხმარება ექიმს ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებაში, როგორიცაა პნევმონია, ბრონქიტი, ფილტვების ტუბერკულოზი. გამოსაკვლევი მასალა უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით. ის უნდა იყოს სულ მცირე 15 მლ რათა მოხდეს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება. ფილტვების ტუბერკულოზის დროს საჭიროა ნახველის მრავალჯერადი (ორ ან სამჯერადი) გამოკვლევა. ნახველის კულტურალური გამოკვლევა, იგივე დათესვა, გვაძლევს პათოგენის იდენტიფიცირების საშუალებას, აგრეთვე მის გამძლეობას ანტიბიოტიკების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ოპტიმალური ანტიბაქტერიული მკურნალობის შესარჩევად.
popup template EN png medium