ენდობრონქიალური ბიოფსია (EB)

პროცედურის შესახებ

ენდობრონქიალური ბიოფსია (EB) ეს არის ერთადერთი დიაგნოსტიკური მეთოდი მასალის მისაღებად ენდობრონქიალური წარმონაქმნებიდან ფილტვის კიბოზე საეჭვო შემთხვევების დროს. წარმონაქმნის ჰისტო-მორფოლოგიური ვერიფიკაციის გარეშე შეუძლებელია ადექვატური ქიმიოთერაპიის ჩატარება ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ძირითადად ენდობრონქიალური ბიოფსია კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით. გამოიყენება საკვნეტი მაშები, ჯაგრისები, დრეკადი საპუნქციო ნემსები. ეს არის არაინვაზიური, ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ინფორმატიული პროცედურა, რომლითაც ხდება კიბოს ვერიფიკაცია, რაც შესაძლებელს ხდის დაინიშნოს ოპტიმალური ქიმიოთერაპია ონკოლოგის მიერ.
popup template EN png medium