ფიბრობრონქოსკოპია (BF)

პროცედურის შესახებ

ფიბრობრონქოსკოპია (BF) არის ფილტვების დაავადებების უმნივნელოვანესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდი. ეს არის არაინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც უკეთდება ამბულატორიულ პაციენტებს ადგილობრივი გაუტკივარებით. დიაგნოსტიკური ფიბრობრონქოსკოპიის დროს კეთდება ბიოფსია, რომელსაც უკეთდება ლაბორატორიული გამოკვლევები, როგორიცაა ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური, ჰისტო-მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური. სამკურნალო სანაციური ფიბრობრონქოსკოპია კეთდება ქრონიკული ბრონქიტის, ფქოდ-ის, ბრონქოექტაზიების და სხვ. დროს. სანაციური ფიბრობრონქოსკოპია წმინდავს ბრონქებს, ასევე შესაძლებელს ხდის ადგილობრივად ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური ხსნარების შეყვანას. ფიბრობრონქოსკოპის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის ენდობრონქიტების მკურნალობა დაბალი სიხშირის ლაზეროთერაპიით.
popup template EN png medium